,,მზად უნდა ვიყოთ მტრის სისასტიკისა და თავდაცვისთვის“- ანა მალიარი

„იქნება თუ არა გამწვავება 9 მაისს. 100%-ით დადასტურება ან უარყოფა შეუძლებელია. გამწვავების ალბათობა ყოველთვის იქნება, თარიღის მიუხედავად, სანამ ომი გრძელდება,”- ამის შესახებ  უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელები მზად უნდა იყვნენ მტრის მზაკვრული ქმედებისთვის და თადაცვისთვის.

,,ის, რომ რუსებს უყვართ თარიღები და ისტორიული პარალელები – დიახ. მაგრამ უკვე იყო საკმაოდ ბევრი ისტორიული და სადღესასწაულო თარიღი, რისთვისაც ისინი “არ გამწვავდნენ”. აქედან გამომდინარე, შეიძლება იყოს ან არ იყოს გამწვავება. ჩვენ მუდამ მზად უნდა ვიყოთ მტრის სისასტიკისა და თავდაცვისთვის“,- განაცხადა მალიარმა.

მსგავსი თემები