პერუში, ოქროს მაღაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა პერუში ოქროს მაღაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, რაც ქვეყანაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური უბედური შემთხვევაა.

ხანძარი სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ადგილობრივი მედიის კადრებში ჩანს, რომ მთის ფერდობიდან ცეცხლი და კვამლი იფრქვეოდა.

ოფიციალურმა პირების განცხადებით, მაღაროელები მინიმუმ 80-100 მეტრამდე ზედაპირზე მუშაობდნენ, როცა ხანძარი გაჩნდა.

მსგავსი თემები