43% მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” საკმარისს არ აკეთებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად – CRRC-ის კვლევა

CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2023 წლის მარტის მონაცემებით გამოკითხული მოსახლეობის 43% მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” საკმარისს არ აკეთებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.

კვლევის მიხედვით:

  • 43% მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” საკმარისს არ აკეთებს ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად, რადგან ეს მათი ძალაუფლების შემცირებას ნიშნავს
  • 25% მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ შეასრულოს ევროკომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნები (იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს)
  • 11% მიიჩნევს , რომ არცერთს არ ვეთანხმება
  • 20% – არ ვიცი/უარი პასუხზე

მსგავსი თემები