,,უკრაინა პარტნიორებთან ერთად მუშაობს ახალი სამხედრო დახმარების მისაღებად”- ზელენსკი

უკრაინა პარტნიორებთან ერთად მუშაობს ახალი სამხედრო დახმარების მისაღებად, რომელიც ახლა ფრონტის ხაზზეა საჭირო და ამას უახლოეს მომავალში ელოდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასული კვირა უკრაინისთვის ძალიან ნაყოფიერად დასრულდა.

„ეს კვირა უკრაინისთვის ძალიან ნაყოფიერად დასრულდა. ამ დღეებში კი აქტიურად ვემზადებით მაისისა და ივნისის ახალი ღონისძიებებისთვის. ეს დრო არანაკლებ ნაყოფიერი უნდა გავხადოთ როგორც ჩვენი ჯარისკაცებისთვის იარაღის მიწოდებაში, ასევე ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკებების დროს უკრაინისთვის გადაწყვეტილებებში. ჩვენს პარტნიორებთან ვსაუბრობთ იარაღზე, რომელიც დაგვეხმარება, გავაკეთოთ მეტი მშვიდობის აღსადგენად. დეტალურად ვამუშავებთ ახალ გეგმებს უკრაინის დასახმარებლად, ველოდებით მათ უახლოეს მომავალში, ზუსტად იმას, რაც საჭიროა ჩვენი ძლიერებისთვის ფრონტის ხაზზე, ჩვენი ცის დასაცავად, ტერორისტებთან მიმართებაში სამართლიანობის მისაღწევად და მთელი უკრაინის მიწაზე მშვიდობის უფრო სწრაფად აღსადგენად“, – განაცხადა  ზელენსკიმ.

მსგავსი თემები