ბელგრადის სკოლაში მომხდარი სროლის შემდეგ, სერბეთის განათლების მინისტრი გადადგა

სერბეთის განათლების მინისტრმა ბრანკო რუზიჩმა ბელგრადის ერთ-ერთ სკოლაში განხორციელებული მასობრივი სროლის შემდეგ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ბრანკო რუზიჩმა სოციალურ ქსელ ტვიტერში დაწერა.

„სამდღიანი ეროვნული გლოვის ბოლოს, როგორც პასუხისმგებელი და განათლებული ადამიანი, პროფესიონალი ყველა წინა საჯარო მოვალეობის შესრულებისას, როგორც მშობელმა და სერბეთის მოქალაქემ, მე მივიღე ერთადერთი რაციონალური და საპატიო გადაწყვეტილება ამ ვითარებაში“, – დაწერა ბრანკო რუზიჩმა.

ცნობისთვის, სროლა ბელგრადის სკოლაში 3 მაისს მოხდა.   მე-7 კლასის მოსწავლემ ცეცხლსასროლი იარაღით 9 ადამიანი მოკლა, მათ შორის 8 ბავშვი და ერთი დაცვის თანამშრომელი. გავრცელებული ინფორმაციით, 13 წლის მოზარდი  თავდასხმას  კვირების განმავლობაში გეგმავდა.

მსგავსი თემები