51% მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეების იმიგრაცია საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს – CRRC

CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 51% მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეების იმიგრაცია საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.

კითხვაზე, გთხოვთ მითხრათ, რამდენად ეთანხებით ან არ ეთანხებით შემდეგ მოსაზრებას – რუსეთის მოქალაქეების იმიგრაცია საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • 33%- ვეთანხმები
  • 18%- სრულად ვეთანხმები
  • 17%- ნეიტრალური ვარ
  • 20%- არ ვეთანხმები
  • 4%- საერთოდ არ ვეთანხმები
  • 8%- არ ვიცი/ უარი პასუხზე.

 

CRRC საქართველომ ჩაატარა 2,757 პირისპირ ინტერვიუ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (მეთოდოლოგია: CAPI, გამოპასუხება: 25%) გამოკითხვა განხორციელდა 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე. გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლ ობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთ ვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა ცდომილების საშუალო ზღვარი: +-2.4% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით)  10-14 მარტს, CRRC -მ ჩაატარა დამატებით 1.048 სატელეფონო ინტერვიუ (CATI), მცირე კვლევის ფარგლებში, საშ უალო ცდომილებით +-2.6%

მსგავსი თემები