ინდოეთში ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა ინდოეთის სამხრეთ კერალას შტატში ტურისტული ნავის ჩაძირვის შედეგად. დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.

ოფიციალური პირების თქმით, ნავზე დასაშვებზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა და მისი ჩაძირვა სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია.

დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. სულ მცირე 4 ადამიანი კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ინციდენტის დროს ბევრ მგზავრს არ ეცვა სამაშველო ჟილეტი, განუცხადეს ადგილობრივ მედიას გადარჩენილებმა.

გაუჩინარებული მგზავრების ზუსტი რაოდენობა არ არის ცნობილი.ხელისუფლება უბედური შემთხვევის მიზეზებს იძიებს.

 

მსგავსი თემები