,,ბიჭებო, დაკვირვების ქვეშ ხართ და თუ არ შეცვლით ტაქტიკას, დასანქცირდებით”- არახამია

,,ჩვენ გვაქვს ძალიან სწრაფი სისტემა სანქციების ამოქმედების, მაგრამ ვიმეორებ, საქართველო მეგობარია და ჯერ გაფრთხილებით შემოვიფარგლებით,”-  ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.’

არახამიამ მიმართა ივანიშვილის გარემოცვის იმ წევრებს, რომლებიც მის მიერ შექმნილი სანქცირების ჯგუფის ყურადღების ქვეშ მოექცნენ.

,,ვინმე უჩა, ვინმე შმაგი, ვინმე ვანო ჩხარტიშვილი….ჩვენ გავაგზავნეთ სიგნალი მათი მისამართით, ამიტომ ჯერჯერობით არ ვახდენთ ზეწოლას, ამერიკელების მსგავსად, ჯერ უბრალოდ ვაფრთხილებთ, რომ რადარზე არიან, რადგან ქართველები უკრაინელების მეგობრები არიან, არ გვინდა პირდაპირ ცეცხლი გავუხსნათ მათ, ვაძლევთ შანსს, რომ ვითარება გამოასწორონ. ვეუბნებით, რომ გხედავთ და ნუ გააგრძელებთ ამის კეთებას, თორემ სანქციები იქნება ამერიკიდან, ევროპიდან, კანადიდან და ავსტრალიიდან.

ჩვენ გვაქვს ძალიან სწრაფი სისტემა სანქციების ამოქმედების, მაგრამ ვიმეორებ, საქართველო მეგობარია და ჯერ გაფრთხილებით შემოვიფარგლებით. გამოვაქვეყნეთ საიტზე, მაგრამ ისინი არ რეაგირებენ, გამოვიყენებ თქვენს მიერ მოცემულ შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ მივმართავ მათ: ბიჭებო, თქვენ დაკვირვების ქვეშ ხართ და თუ არ შეცვლით ტაქტიკას, დასანქცირდებით” – განაცხადა არახამიამ.

მსგავსი თემები