,,გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მიაღწიოს მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი”- გიტანას ნაუსედა

,,ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, მის ტერიტორიულ მთლიანობას და მუდმივ მცდელობებს, გააძლიეროს ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და გააძლიეროს როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, ასევე აყვავებული სახელმწიფო, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ლიეტუვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერია.

„გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მან მიაღწიოს მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის წევრობის სწრაფვა არ არის მოკლე და მარტივი გზა. ეს არის ქვეყნის ტრანსფორმაციის გზა. ეს არის გასაგები და ხელშესახები რეფორმები, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქვეყნის მოქალაქეებისთვის და კეთილდღეობისთვის. ჩვენ გვწამს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის და გვჯერა, ეს გახდება მთავრობისთვის მაკონსოლოდირებელი, რომ განახორციელოს რეფორმები.

შეხვედრაზე ჩვენ ასევე ვისაუბრეთ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ჰიბრიდულ საფრთხეებსა და დეზინფორმაციაზე. აუცილებლობაზე, რომ გაიზარდოს საზოგადოების მედეგობა, გაძლიერდეს ქვეყნის ინსტიტუციების შესაძლებლობები და გაძლიერდეს პროევროპული და პროატლანტიკური მისწრაფებები. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და ზეწოლა მედიისადმი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი, არ არის გზა, რომელიც აძლიერებს დემოკრატიას და მოქალაქეობის მედეგობას“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

მსგავსი თემები