,,ვერ ჭამს უბრალოდ ადამიანი და რა ქნას”- გიული ალასანია

,,ადამიანი ვერ ჭამს, მე დღეში ორჯერ დავდივარ და ვხედავ მის მდგომარეობას, ვერ ჭამს უბრალოდ ადამიანი და რა ქნას”,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისი თქმით, მეტალებისგან გათავისუფლებას ვერცერთი კლინიკა თავის თავზე ვერ იღებს, ამიტომ უნდა მოხდეს სააკაშვილის უცხოეთში გაყვანა.

,,ვივამედი სწორედაც თანახმაა და არაერთხელ ბატონი ზურაბისგან  მოვისმინეთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ მდგომარეობა უარესდება. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვაგანაა მისი გადაყვანა საჭირო, ამავე დროს სხვაგან სად. მოწამვლა, პირველ რიგში, მოითხოვს ამ მძიმე მეტალებისგან გათავისუფლებას და ამას ვერცერთი კლინიკის ვერცერთი ექიმი თავის თავზე ვერ იღებს, ესე იგი უნდა მოხდეს გაყვანა უცხოეთის კლინიკაში, შესაფერის კლინიკაში, რომელსაც აქვს მსგავსი გამოცდილება,”- განაცხადა გიული ალასანიამ.

 

მსგავსი თემები