ლევან იოსელიანის მოადგილედ ალეკო ელისაშვილის დისშვილი დაინიშნა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თავის მოადგილედ ნათია ჯულაყიძე, ალეკო ელისაშვილის დისშვილი დანიშნა.

ნათია ჯულაყიძის განცხადებით, ალეკო ელისაშვილის დის შვილობა უხერხულობას არ უქმნის.

,,უხერხულობას შემიქმნიდა მხოლოდ იმ შემთხვევაში ალეკო ელისაშვილი რომ იყოს სახალხო დამცველი. სახალხო დამცველი ლევან იოსელიანია, ლევანთან წლებია ვმუშაობ და ჩვენ ერთად ბევრი გვაქვს გაკეთებული, შესაბამისად არა, არანაირ უხერხულობას არ მიქმნის ის რომ ჩემი ნათესავი მოქმედი პარლამენტის წევრია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სახალხო დამცველის აპარატთან”, – განუცხადა ნათია ჯულაყიძემ “პუბლიკას”.

 

ლევან იოსელიანმა ახალი მოადგილეები წარადგინა

 

 

მსგავსი თემები