PSP ჯგუფი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით

PSP ჯგუფი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, განცხადება, რომ PSP- მ 300 %-ით გააძვირა ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულება, არის სრული სიცრუე. ,,ამ წერილის გამოქვეყნების მიზანია, რომ ჩვენი მოსახლეობა შეცდომაში არ იყოს შეყვანილი. ძალიან სამწუხაროა, რომ კიდევ ერთხელ გვიწევს განცხადების გაკეთება ჯანდაცვის მინისტრის საჯარო ბრალდებებზე. განცხადება, რომ 300 %-ით გავაძვირეთ ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულება, არის სრული სიცრუე, მით უმეტეს, რომ სამინისტროსთვის ზედმიწევნით ცნობილია თითოეული ამ მედიკამენტის შემოსასვლელი თვითღირებულება და თვალსაჩინოა, რომ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციას ვერცერთი კომპანია მუდმივად ვერ განახორციელებს, შემცირებული ფასით რეალიზაცია მიზანშეწონილია მხოლოდ შენახვის მოკლე ვადის…

მეტი...

,,წარმოუდგენელია, ადამიანს სურდეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი და აკეთებდეს ამგვარ ანარქისტულ განცხადებებს”- წილოსანი კრამონზე

ვისურვებდი, რომ ვიოლა ფონ კრამონს მეტი პატივისცემა გამოეჩინა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა განაცხადა. ,,შეუფერებელია ევროპის პარლამენტარის და ჩვენი ქვეყნის თუნდაც გულშემატკივრის განცხადებებთან. წარმოუდგენელია, ადამიანს სურდეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი და ის აკეთებდეს ამგვარ დესტრუქციულ და ანარქისტულ განცხადებებს. მე ვისურვებდი, რომ მას უფრო მეტი პატივისცემა გამოეჩინა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ჩვენი პოლიტიკური სტაბილურობის მიმართ,”- განაცხადა წილოსანმა.

მეტი...

13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 30 წლამდე კაცი დააკავეს

კახეთის  ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, 13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 30 წლამდე კაცი დააკავეს. სასამართლომ მის აღკვეთ ღონისძიებაზე გუშინ იმსჯელა და ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, სახლში მოზარდი ბებიასთან ერთად ცხოვრობა, ამავე საცხოვრებელ სახლში კი  30 წლამდე კაცი ქირით ცხოვრობდა. დაკავებული 13 წლის გოგოზე სექსუალურად ძალადობდა.

მეტი...

ზუგდიდში სატყეო სამსახურის ახალი ოფისის მშენებლობა მიმდინარეობს

ქალაქ ზუგდიდში, სატყეო სამსახურის ახალი ოფისის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობა მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის დასრულდება. მოქალაქეები განახლებულ სივრცეში ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა მომსახურებით ისარგებლებენ. შენობა აღჭურვილი იქნება საჭირო ინვენტარით და ტექნიკით. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ, სახელმწიფო რწმუნებულთან სამეგრელო-ზემო სვანეთში, გიორგი გუგუჩიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ მარტივად შეძლოს ეროვნული სატყეო სააგენტოს სერვისებით სარგებლობა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სააგენტოს მთავარ პრიორიტეტად რჩება თანამშრომელთა სოციალური გარანტიები და სამუშაო პირობები. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს მეტყევეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, განსაკუთრებული სირთულის დავალების…

მეტი...

,,ციხეები გადავსებულია, სასწრაფოდ მისაღებია ამნისტიის აქტი”- ალექსანდრე კობაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძე და უფლებადამცველმა გიორგი კვაბზერიძემ  „მედიაცენტრ მთავარში“ საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს. როგორც ალექსანდრე კობაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საპატიმრო დაწესებულებები გადავსებულია და დადგა დრო სახელმწიფომ მიიღოს ჰუმანული აქტი. მისივე თქმით, მათი ამოცანაა, საგაზაფხულო სესიაზე მოხდეს აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და დამტკიცება. ,,ვფიქრობთ, დადგა დრო სახელმწიფომ მიიღოს ჰუმანული აქტი (ამნისტია),  ვინაიდან ციხეები გადავსებულია, უამრავი პატიმარი იხდის კონკრეტული დანაშაულისთვის სასჯელს და ამისთვის აუცილებელია, სახელმწიფომ გამოიჩინოს ჰუმანურობა. ჩვენი ინიციატივაა, შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც, ჩვენ შევქმნით კანონპროექტს. კანონპროექტი 1/4 სასჯელის დაკლებას ითვალისწინებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, აღნიშნულ კანონპროექტზე, რაც შეიძლება მალე…

მეტი...

მარტში წლიურმა ინფლაციამ 5.3 პროცენტი შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.3 პროცენტი შეადგინა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 2.3 პროცენტით, რაც -0.27 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3.5 პროცენტი); ავეჯი საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.3 პროცენტიანი კლება, რაც თვის ინდექსზე -0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები (-1.8…

მეტი...

,,სრული სოლიდარობა ლაზარეს!”- ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გირგორიადისის მხარდამჭერ პლაკატს ავრცელეს და წერს: ,,სრული სოლიდარობა ლაზარეს!” – წერს ევროპარლამენტარი. 21 წლის ახალგაზრდა, ლაზარე გირგორიადისი პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებითაა დაკავებული.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში 5 აპრილს ჩავა

პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში 5 აპრილს ჩავა. მისი თქმით, ზელენსკი ოთხშაბათს ვარშავის ციხის მოედანზე შეხვდება პოლონელებსა და უკრაინელებს, რომლებიც პოლონეთს შეაფარეს თავი. ,,ვიზიტი გაიმართება პრეზიდენტის (ანდჟეი) დუდას მოწვევით. იქნება ხანგრძლივი, ფართო მოლაპარაკებები, არა მხოლოდ უსაფრთხოების ვითარებაზე, არამედ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე”, – განაცხადა საგარეო საკითხებში მრჩეველმა.

მეტი...

მომხმარებლის უფლებების მიმართულებით შემოსული 194 განცხადებიდან 109 საქმე დასრულებულია – კონკურენციის სააგენტო

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან – 2023 წლის მარტის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 194 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც, არსებული მდგომარეობით, 118 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო, 109 საქმესთან დაკავშირებით  საკითხი დასრულებულია. კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, 5 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ – მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 49 საქმეზე  – 28 შეთანხმება გააფორმა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურ რეჟიმში აკვირდება. ამ დროისთვის, 6 საქმესთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ,,ამავე პერიოდში, სააგენტოს…

მეტი...

,,როდესაც ევროპარლამენტარი ესწრება რომელიმე პოლიტიკური პარტიის საპროტესტო აქციას, ეს უკვე არის მიუღებელი”- ირაკლი კობახიძე

,,როდესაც ევროპარლამენტარი ესწრება რომელიმე პარტიის აქციას, ეს უკვე არის მიუღებელი და კიდევ ერთხელ აჩვენებს მის დამოკიდებულებას ქართული სახელმწიფოს მიმართ,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს დამოკიდებულება არ არის სწორი. „ჩვენ ვიცით ვიოლა ფონ კრამონის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ. ეს არის, სამწუხაროდ, ერთგვარი უდიერი დამოკიდებულება და ამის გამოვლინება იყო გუშინ მისი მისვლა იმ აქციაზე, რომელიც გამართა ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ. როდესაც ევროპარლამენტარი ესწრება რომელიმე პოლიტიკური პარტიის საპროტესტო აქციას, ეს უკვე თავისთავად არის მიუღებელი და კიდევ ერთხელ აჩვენებს მის დამოკიდებულებას ქართული სახელმწიფოს მიმართ, ეს დამოკიდებულება, უბრალოდ, არ…

მეტი...

გერმანიის ვიცე-კანცლერი უკრაინაში ჩავიდა

გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი უკრაინაში ჩავიდა. მოლაპარაკებების თემა უკრაინის რეკონსტრუქცია და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა იქნება. მოგზაურობის თემაა რუსეთის მიერ თავდასხმული უკრაინის რეკონსტრუქცია და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა. ვიცე-კანცლერის განცხადებით, კიევში დაგეგმილი პოლიტიკური მოლაპარაკებების მიზანია, უკრაინას მისცენ იმის იმედი, რომ ქვეყანა ომის შემდგომ აღდგება. როგორც ჰაბეკმა კიევის რკინიგზის სადგურზე ჩასვლისას განაცხადა: “ჩვენ გვჯერა, რომ ის იქნება გამარჯვებული, რომ იგი აღდგება, რომ ევროპას აქვს ინტერესი არა მხოლოდ საჭიროების დროს მხარდაჭერით, არამედ რომ უკრაინა ასევე იქნება ეკონომიკურად ძლიერი პარტნიორი მომავალში”. ომის დაწყების შემდეგ, ეს ჰაბეკის პირველი ვიზიტია უკრაინაში.

მეტი...

რუსეთში 6.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ორშაბათს, 3 აპრილს, შუადღისას, კამჩატკას ტერიტორიის სამხრეთით 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დაზიანებულია რამდენიმე საოფისე ცენტრი და მასწავლებელთა სასწავლო კოლეჯი. ამის შესახებ RBC-Ukraine ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება. მიწისქვეშა ბიძგები 100 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.  ბიძგები ყველაზე ძლიერად იგრძნეს პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის, ელიზოვოსა და ვილიუჩინსკის მცხოვრებლებმა. მიწისძვრის ეპიცენტრი პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის სამხრეთით 44 კილომეტრში დაფიქსირდა. ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.

მეტი...

,,მხოლოდ იმიტომ მესხმიან თავს, რომ თქვენთვის ვიბრძვი”- დონალდ ტრამპი

,,ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა ასეთი ბოროტი და ამაზრზენი თავდასხმების მსხვერპლი,”- ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპის თქმით, მისი ყიდვა შეუძლებელია და ამომრჩევლებს საარჩევნო კამპანიისთვის თანხების მობილიზაციისკენ მოუწოდა. „ჩვენ უკვე ოფიციალურად მესამე სამყაროს ქვეყანა ვართ. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა ასეთი ბოროტი და ამაზრზენი თავდასხმების მსხვერპლი. მაგრამ ისინი მხოლოდ იმიტომ მესხმიან თავს, რომ თქვენთვის ვიბრძვი. ძალიან მარტივია. ისინი ვერ მყიდულობენ და ვერ მაკონტროლებენ და ეს მათ აშინებს. განსაკუთრებული ინტერესების მქონე გლობალისტმა დონორებმა სიმდიდრე ჩვენი ქვეყნის განადგურებით გამოიმუშავეს. სამაგიეროდ, ჩვენს საპრეზიდენტო კამპანიას ყოველთვის აფინანსებდნენ თქვენნაირი ძირძველი პატრიოტები“,…

მეტი...

ტატარსკის მკვლელობაში 1997 წელს დაბადებული გოგოა ეჭვმიტანილი – მედია

უცხოური მედიის ინფორმაციით, დააკვეს რუსი სამხედრო ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 1997 წელს დაბადებული დარია ტრეპოვა. მედიის ცნობით, დაკავებული გამომძიებლებთანაა გადაყვანილი. გამოძიება მიიჩნევს, რომ ტრეპოვამ კაფეში მიიტანა ყუთი თათარსკის ბიუსტით, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო.

მეტი...

როგორია წყალტუბოში, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ქუთაისში ქმარმა ყოფილ ცოლს 20-მდე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შემთხვევა სოფელ ბანოჯაში გუშინ მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. პრეზიდენტს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ: ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის კანცლერი აგილა ბარჯიენე, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში სალომე შაფაქიძე და სამხედრო ატაშე ირაკლი უჩაძე. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხვალ ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან, პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტესთან, სეიმის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენისთან. საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრეზიდენტი ანტაკალნისის სასაფლაოზე ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის…

მეტი...

,,უსამართლოდ მიმაჩნია, რომ მე და ჩემი ოჯახი დღეს ვართ დევნილობაში“- დავით კეზერაშვილი

„აბსოლუტურად უსამართლოდ მიმაჩნია ის, რომ მე და ჩემი ოჯახი დღეს ვართ დევნილობაში“ – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან დევნა განიცადა. „აბსოლუტურად უსამართლოდ მიმაჩნია ის, რომ მე და ჩემი ოჯახი დღეს ვართ დევნილობაში, ისევე როგორც უსამართლოდ მიმაჩნია ბევრი ადამიანის მიმართ, რომელიც იყო იმ ხელისუფლების ნაწილი, რომელიც 2003 წელს მოვიდა ხელისუფლებაში – ვარდების რევოლუციის შედეგად, იმ ადამიანების მიმართ დამოკიდებულება დღევანდელი ხელისუფლების. მე არ ვარ ერთადერთი, რომელიც ამ ხელისუფლების მხრიდან დევნა განვიცადე. ასეთია რამდენიმე მინისტრი, პარლამენტარი და პრეზიდენტი რაც მთავარია, რომელიც დღესდღეობით…

მეტი...

ტორნადო აშშ-ში – დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა

აშშ-ს სამხრეთ და შუა დასავლეთის შტატებში ტორნადოს შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა. მედიის ინფორმაციით, განადგურებულია სახლები, ათასობით პირი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მედიის ცნობით, ყველაზე მეტად ოჰაიოს შტატი დაზარალდა, სადაც ელექტროენერგიის გარეშე 200 000 ადამიანამდე დარჩა.  

მეტი...