,,აქციების უკან ვხედავთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, ლაჩრებს”- ირაკლი ზარქუა

,,კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ – ახალგაზრდაც, ძველგაზრდაც, დეპუტატიც, პრეზიდენტიც და ყველა,” – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, უფლება არავის აქვს, მტკიცებით ფორმაში ისაუბროს.

„ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო. ევროპა რატომ გვინდა? – იქ კანონია უზენაესი და ყველა თანასწორი ვართ. თუ ამ ახალგაზრდას დაუმტკიცდება, რომ დანაშაული ჩაიდინა, გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს. აქციების უკან ვხედავთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, ლაჩრებს და მშიშრებს. ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს, თავად გვერდზე გადგნენ და პასუხისმგებლობა მათზე წავიდა. თუ გამოძიების შედეგად გამოიკვეთება, რომ ახალგაზრდებს უბიძგეს ძალადობაში გადაეყვანათ თავისუფალი გამოხატვის უფლებები, მნიშვნელობა არ აქვს, ვინც იქნება, პასუხისგებაში იქნება მიღებული. დანაშაულის უკან ვინც იქნება გამოკვეთილი პოლიტიკოსი, ყველა პასუხისგებაში იქნება მიცემული“,- განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები