,,არ მიიღო მედიკამენტი, დატოვა საცხოვრებელი სახლი”- ბრალდებულის დედის თქმით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს

„მან არ მიიღო მედიკამენტი. დატოვა საცხოვრებელი სახლი, რის გამოც რამდენიმე დღის განმავლობაში უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელი“, –  ამის შესახებ პროკურორმა ალინა კუკავამ „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულის სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

მისი თმით,  ბრალდებულის მშობლის განცხადებით, მის შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და მედიკამენტებს არ იღებდა.

“სხვა გარემოებას ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ზოგადად, როდესაც ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ პირი დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეურაცხადი, ჩვენი კანონმდებლობით, ამ დროს, სამართლებრივი დევნა წყდება, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირი იძულებით ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების მიზნით კონკრეტული ვადით თავსდება შესაბამის დაწესებულებაში”, – განაცხადა ალინა კუკავამ.

მსგავსი თემები