ლევან იოსელიანმა ახალი მოადგილეები წარადგინა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ახალი მოადგილეები წარადგინა. ომბუდსმენის განცხადებით, მისი მოადგილეები ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე იქნებიან.

„იცით, რომ გიორგი ბურჯანაძემ და ეკატერინე სხილაძემ დატოვეს სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობები. მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი მოადგილეები, ელენე ღუდუშაური, რომელიც არის პროფესიით იურისტი, სამართლის მაგისტრი და ნათია ჯულაყიძე, რომელიც არის სახელმწიფო მართვისა და საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი. ორივე მათგანი ექვსი წლის განმავლობაში გააგრძელებს ჩემთან ერთად მუშაობას“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

მსგავსი თემები