„სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს თმა მთლიანად გადაპარსეს“ – პენიტენციური სამსახური ლაზარე გრიგორიადისზე

7-8 მარტა, პარლამენტის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელისთვის მ“მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისა და პოლიციის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგრიადისთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხდებას ავრცელებს.

„2023 წლის 31 მარტს 11:00 საათზე N8 პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლებულ იქნა ბრალდებული ლ.გ. „დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული გაეცნო მის უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის საპარიკმახერო მომსახურებით სარგებლობის უფლებას.

მან ისარგებლა პატიმრობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით. სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს,  მითუმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ. ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა მასთან არ შეუშვეს ადვოკატი. ბრალდებულ ლ. გ-ს დაცვის უფლება, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის, სრულად გარანტირებულია პენიტენციურ დაწესებულებებში. ბრალდებული დაწესებულებაში მოთავსების დღესვე, 2023 წლის 31 მარტს 21:50 საათზე, მოინახულა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები