„კარგი ამბავი საქართველოდან“ – ევროპარლამენტარი „ოცნების“ მხრიდან დოკუმენტის ხელმოწერაზე

ევროპარლამენტის გარკვეული წარმომადგენლები, მმართველი გუნდის მხრიდან დაგვიანებულ გადაწყვეტილებას ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ არჩილ თალაკვაძის გუშინდელი განაცხადი კარგი ამბავია.

საუბარია „ქართულ ოცნების“ მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენლის მონაწილეობოთ შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერას ეხება.

ევროპარლამენტის წევრი, ესპანეთის წარმომადგენელი ნაჩო სანჩეს ამორი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას და დოკუმენტზე ხელმოწერას ასე აფასებს: „როგორც იქნა, კარგი ამბავი საქართველოდან, არჩილ თალაკვაძემ გამოაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს ევროპული საბჭოს წარმომადგენლის მიერ წარდგენილ შეთანხმებას. მნიშვნელოვანი ნაბიჯია არსებული ჩიხიდან ნაყოფიერად გამოსასვლელად. ვიმედოვნებთ, რომ არ ნაბიჯს მიყვებიან სხვა დაინტერესებული მხარეები“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, რომ არჩილ თალაკვაძემ  საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს. კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს წარუდგინა, თუმცა, მხარეებმა მას ხელი არ მოაწერეს.

მსგავსი თემები