,,გავაგრძელებთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას”- რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, გენშტაბი კონტრშეტევას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს. მისი თქმით, ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული.

,,უკვე იგეგმება რამდენიმე მიმართულებით. ეს დამოკიდებულია, როდის იქნება ყველაზე შესაფერისი მომენტი, როგორც ისინი გადაწყვეტენ. ასევე, ყველაფერი დამოკიდებულია ამინდის პირობებზე“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

მისივე თქმით,  წელს უკრაინისთვის ძალიან პოზიტიური ცვლილებები იქნება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას, როგორც ეს გავაკეთეთ კიევში, ჩერნიგოვში, სუმში, ხარკოვში, ხერსონში. ყველაფერი ეს გაგრძელდება“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

 

 

მსგავსი თემები