,,რატომ არ იკეთებს გადასხმას?”- მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე

,,კითხვაა მარტივი – რატომ არ იღებს მაგალითად გადასხმებით იმ კალორაჟს? შესაბამისად ეს არის მთავარი მტკიცებულება, რომ ის თვითდაზიანებას გათავისუფლების იმედად აგრძელებს,”-  ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

,,1% დაუშვით, რომ მართლაც ვერ ჭამს. არადა ექიმები ამბობენ, რომ შეუძლია ჭამოს და არ ჭამს. ანუ თვითდაზიანებას ეწევა. მაგრამ ვთქვათ ნაცმოძრაობის აქტივისტი ხარ და გჯერა, რომ მართლაც არ შეუძლია ჭამა. კითხვაა მარტივი – რატომ არ იღებს მაგალითად გადასხმებით იმ კალორაჟს? შესაბამისად ეს არის მთავარი მტკიცებულება, რომ ის თვითდაზიანებას გათავისუფლების იმედად აგრძელებს. მარტივად შეუძლია ყველას კითხვა დასვას – რატომ არ იკეთებს გადასხმას, ხომ ყველამ ვიცით, ამას ექიმობა და სამედიცინო სფეროს დიდი განსწავლულობა არ სჭირდება ხომ? გადასხმას გაიკეთებს და პრობლემა არ ექნება, კიდეც რომ ვერ ჭამდეს,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები