,,აბსოლუტურად ყველა განცხადება არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა”- ნიკა გილაურის განცხადება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელის, თაკო ჩარკვიანის განცხადებას ეხმაურება.

საუბარია თაკო ჩარკვიანის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას, სადაც  ნიკანორ მელია და ხატია დეკანოიძე გაწევრიანდებიან.

„ძვირფასო ფბ მეგობრებო – 10 წელია, არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და არცერთი ინტერვიუ (პოლიტიკურ თემაზე) არ მიმიცია. არც გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე ვაპირებდი გამოხმაურებას, მაგრამ იმის გამო, რომ მერე ვინმემ არ თქვას, „გაჩუმება ნაწილობრივ მაინც თანხმობის ნიშანიაო“ ან „თუ ეგრე არ იყო, ფბ-ზე დაგეწერა მაინცო“, ვწერ – გუშინ საღამოს ჩემ შესახებ ეთერში გაკეთებული აბსოლუტურად ყველა განცხადება არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა, მართლა ვიყავი საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2009–2012 წლებში და მართლა ბევრი კარგი რამე მაქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული“, – წერს ნიკა გილაური.

მსგავსი თემები