63 წლის მამაკაცს 15 წლის გოგოზე განხორციელებული სექსუალური ძალადობისთვის უვადო პატიმრობა ემუქრება  

სექსუალური ძალადობისთვის ბრალდებული 63 წლის მამაკაცი დანაშაულს არ აღიარებს. სამართალდამცველებმა ის უკვე დაკითხეს. უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი საკუთარმა შვილმა ამხილა.

რაც შეეხება 15 წლის მოზარდს,  რომელიც მისი მეგობრის შვილი და თან მეზობელია, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდა, სადაც ფსიქოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა.

მამაკაცს და 15 წლის მოზარდს ფარდულში 63 წლის მამაკაცის ქალიშვილმა შეუსწრო და პოლიციაში დარეკა. მამაკაცი აცხადებს, რომ  მოზარდის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობა არ განუხორციელებია. მამაკაცს უვადო პატიმრობა ემუქრება.

არასრულწლოვნის მიმართ 63 წლის მამაკაცი სავარაუდოდ სისტემატიურად ძალადობდა.

 

მსგავსი თემები