,,საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზაცია, სრულიად შეესაბამება ჩვენი ქვეყნების მოსახლეობის ინტერესებს” – რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დარწმუნებული არიან, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზება “სრულად აკმაყოფილებს ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებს”. ამის შესახებ RTVI-სთან ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა განაცხადა.

მან ასევე დაუკავშირა საქართველოში მარტის საპროტესტო აქციები დასავლეთის სურვილს “შეარყიოს ვითარება” ქვეყანაში, დაარწმუნოს მისი ხელმძღვანელობა უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი უკრაინას და გაწყვიტოს ურთიერთობა რუსეთთან.

,,დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზაცია, ორი ქვეყნის, რომლებიც ერთი ისტორიით და კულტურით არიან გაერთიანებულები და მილიონობით ადამიანის ბედია გადაჯაჭვული, სრულიად შეესაბამება ჩვენი ქვეყნების მოსახლეობის ინტერესებს”,- განაცხადა მიხაილ გალუზინმა.

მსგავსი თემები