„ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია, მართო“- ირაკლი კობახიძე

„ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია, მართო“- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შალვა რამიშვილის მიმართ ორკესტრირებული, პოლიტიკური შეტევა, დავით კეზერაშვილის მიერ დაიგეგმა.

,,რაც შეეხება ზოგადად, ამა თუ იმ მოვლენის შეფასებას, სადაც არის ქალთა მიმართ ძალადობა, რა თქმა უნდა, ამას დავგმობ. ყველაფრის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ, ეს არის ორკესტრირებული, პოლიტიკური შეტევა, რომელიც დაიგეგმა კეზერაშვილის მიერ. კეზერაშვილმა თავის დანაშაულებს და თავის ტელევიზიას მიხედოს. თავის ტელევიზიებში ათავისუფლოს ხალხი. ეს არის მოწოდება კეზერაშვილის მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები