,,ნატო ვერ ხედავს მოლდოვაზე რუსეთის თავდასხმის რეალურ საფრთხეს”- მირჩა ჯოანა

,,ნატო ვერ ხედავს მოლდოვაზე რუსეთის თავდასხმის რეალურ საფრთხეს” – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანამ განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვს არ გააჩნია საჭირო რესურსი დნესტრისპირეთამდე სახმელეთო დერეფნის ასაშენებლად.

,,მე ვთქვი და ვიმეორებ, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის ფედერაციის მიერ მოლდოვის რესპუბლიკაზე მოსალოდნელი სამხედრო თავდასხმის რისკს. ძალიან მარტივი მიზეზების გამო: მათ არ აქვთ საკმარისი რესურსები ოდესაში, დნესტრისპირეთში მისასვლელად,”- განაცხადა ჯოანამ.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჰიბრიდულ ომს მოლდოვას წინააღმდეგ ყველა შესაძლო საშუალებების გამოყენებით. ეს მოიცავს აქციებს მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, რათა ზიანი მიაყენოს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას.

მსგავსი თემები