,,მამაჩემმა თუ ეგ გააკეთა ჩემი ხელით ჩავაბარებ პოლიციასო”- 15 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 63 წლის კაცი დააკავეს

15 წლის მოზარდის სავარაუდო გაუპატიურების ბრალდებით 63 წლის კაცი დააკავეს. სექსუალური ძალადობის სავარაუდო შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლი და 63 წლის კაცი მეზობლები არიან.

,,თქვა, რომ „სარაიაის“ ტუალეტში ვიყავიო, რომ გამოვიარეო „სარაიაში“ დავინახე ერთმანეთს ეხვეოდნენო ეს გოგო და შენი ქმარიო. მეზობლის ბავშვია, მაგის მამა შვილიშვილით ჰყავდა ჩემს ქმარს. ვკითხეთ, როგორ დაინახე, უკვე დარეკილი რომ ჰქონდა, მე ვუთხარი „გახდილები იყვნენ? როგორ დაინახე?“ და „არაო, ჩაცმულები ეხვეოდნენ ერთმანეთსო“. ჩემმა გოგომ რომ გაიგო ეს, შოკში ვიყავით სულყველანი. იმ გოგომ ისე თქვა, წავასწარიო და თქვენ თუ არა, მე მივიღებ ზომებსო და ჩემმა შვილმა, მამაჩემმა თუ ეგ გააკეთა ჩემი ხელით ჩავაბარებ პოლიციასო და ჩემმა შვილმა დარეკა, – განუცხადა ბრალდებულის მეუღლემ ”ტვ პირველს”.

მსგავსი თემები