,,ნიკა მელიას აქვს სუს-ის სკოლა დამთავრებული, თამარ ჩარკვიანს კონსერვატორია”- თაკო ჩარკვიანი

,,ნიკა მელიას აქვს სუს-ის სკოლა დამთავრებული, თამარ ჩარკვიანს კი, კონსერვატორია,”– ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თამარ ჩარკვიანმა განაცხადა.

ჩარკვიანის თქმით, ” ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის პერიოდში მუშაობდა სააღსრულებლო ბიუროში, რომ შედიან და სახლებიდან ხალხი გამოჰყავთ, იქ მუშაობდა”.

„ალბათ, საკუთარ თავზე საუბრობს ნიკანორ მელია. ოლიგარქიულ სქემაში ჩაფლულმა ნიკანორ მელიამ, რომელმაც როდესაც მისი ლიდერი ციხეში კვდებოდა,  გააჩერა პარტია. ზუსტად იმ სქემის ნაწილია. კითხვებს რომ ვსვამდით, რატომ გააჩერა ამხელა „ნაციონალური მოძრაობა“. ვერავინ შემეწინააღმდეგება, რომ სტაგნაციური იყო მთელი „ნაციონალური მოძრაობა“. იგივე ხატია დეკანოიძე გუშინწინ წავიდა, რაღაც პრეტენზიები განაცხადა. გუშინწინ შეიტყო, რომ ვანო მერაბიშვილი იყო იმ პარტიის დამფუძნებელი, რომელშიც თვითონ იყო ფრაქციის ხელმძღვანელი? ხალხო, ასეთ ტყუილებს მე არ ვიტან და არც კი მგონია, რომ ვინმე იტანდეს საქართველოში. ასე რომ, ეს განცხადებები თავისთვის შეინახონ ორივემ, განსაკუთრებით, ნიკას ეხება“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

,,კაგებეს მეთოდით ჭორების გამავრცელებლები”- მელია ჩარკვიანს პასუხობს

 

„ჩარკვიანის ჭორაობა-ბოდვას ჩემი სერიოზული პასუხი არ ექნება”- ხატია დეკანოიძე

მსგავსი თემები