რუსები პუტინის გარშემო უნდა გაერთიანდნენ – დიმიტრი პესკოვი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი მიიჩნევს, რომ „მტრული ქვეყნების ჰიბრიდული ომი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ დიდხანს გაგრძელდება, ამიტომ რუსებს „ვლადიმერ პუტინის ირგვლივ გაერთიანება“ სჭირდებათ.

,,თუ გულისხმობთ ომს ფართო კონტექსტში – დაპირისპირებას მტრულ სახელმწიფოებთან, არამეგობრულ ქვეყნებთან, ამ ჰიბრიდულ ომს, რომელიც გაჩაღებულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ ეს დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება. აქ კი ჩვენ გვჭირდება სიმტკიცე, საკუთარი თავის ერთგულება, მიზანდასახულობა, პრეზიდენტის ირგვლივ გაერთიანება”, – განაცხადა პესკოვმა.

 

მსგავსი თემები