ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩავიდეს – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა 27 აპრილს თურქეთში ჩავიდეს.

მისი თქმით, პუტინი შესაძლოა დაესწროს “როსატომის” მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგურის ინაუგურაციას.

,,შესაძლოა, პუტინი ჩამოვიდეს 27 აპრილს, ან ჩვენ შეიძლება დავუკავშირდეთ ინაუგურაციის ცერემონიაზე ონლაინ”, – განაცხადა ერდოღანმა.

მსგავსი თემები