მოსავალი ფუჭდება, დასაწყობებულ ხორბალს ტილი უჩნდება – ნიკოლოზ ბენიაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

წისქვილკომბინატების გაჩერების გამო, ადგილობრივი ფერმერები ხორბლის მოსავალს ვერ ყიდიან. დაახლოებით 40-50 000 ტონა ხორბალი დასაწყობებულია და ფუჭდება. ამას ემატება ახალი მოსავალი, რომელიც 2 თვეში უნდა მიიღონ, თუმცა, რადგანაც საწყობები გადავსებულია არც ის იციან, სად წაიღონ ახალი მოსავალი.

აღნიშნულ პრობლემაზე მედიაცენტრ მთავარში “საქართველოს მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძემ ისაუბრა.

„მოსავალი ფუჭდება. გაფუჭება ერთია და მეორეა ახალი მოსავალი, რომელსაც 2 თვეში ველოდებით. საწყობები თუ არ დაიცალა და არსებული ხორბალი არ გაიყიდა, ახალი მოსავლისთვის საწყობიც არ არსებობს. ფერმერების ძირითადი მოთხოვნაა დარეგულირდეს ხორბლის ბაზარზე არსებული ვითარება. არაერთხელ გვითქვამს რომ ფქვილი შემოდის ქვეყანაში, ხორბალი კი  არ შემოდის,  რადგანაც რუსეთს ხორბალზე დაწესებული აქვს მცურავი ბაჟი. ძირითადი იმპორტიორი ქვეყანაა კი ისევ რუსეთია. შესაბამისად, რადგანაც ფქვილზე არ არსებობს გადასახადი, მისი შემოტანა გაცილებით მომგებიანი და იაფია.  გამოსავალი ის არს, რომ ხორბლის ფასის საპირწონედ, ფქვილსაც დაუწესდეს იმ რაოდენობის ბაჟი რა რაოდენობის ბაჟი აქვს დაწესებული ფქვილს და ხორბლის და ფქვილის ფასი გათანაბრდეს“ – განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ მედიცენტრ მთავარში.“

ფერმერის შეფასებით, ასეთ შემთხვევაში, წისქვილკომბინატები ამუშავდება და ფერმერებს ხორბლის გასაღების პრობლემა არ ექნებათ.

„ამ შემთხვევაში, წისქვილკომბინატებიც ამუშავდება და დგილობრივი ხორბლის რეალიზაცია მოხდება.  ერთხელ და სამუდამოდ, ფერმერს ეცოდენება რომ მსგავსი პრობლემის წინაშე არ დადგება. 40-50 000 ტონა ხორბალია დაახლოებით დასაწყობებული. ახალი სეზონი მოდის, გაზაფხულია და ტილი გაუჩდა მოსავალს და ეს დამატებითი დანახარჯია ფერმერისთვის რომ მოუაროს და გადაარჩინოს დასაწყობებული მარცვლეული“ – აღნიშნა ბენიაიძემმედიაცენტრ მთავარში“.

წელს, ფერმერებმა ხორბლის მოსავალი განსაკუთრებით გაზარდეს, რადგანაც ეს იყო მთავრობის რეკომენდაცია და მოწოდება.

„ყველაზე გულსატკენი ის არის, რომ შარშან მთავრობისგან იყო თხოვნა, მთლიან ფართობებზე დაგვეთესა ხორბალი, რადგანაც სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა დადგა. ასეც მოვიქეცით, სახელმწიფომაც გაიღო დახმარება და 100 000 ლარამდე იაფი სესხი გამოყო. რა გამოვიდა? სესხს ვერ ვიხდით, ჯარიმები გროვდება, და ძალიან ბევრი პრობლემა შეიქმნა ტექნიკის მეპატრონეებსაც, რომლებმაც ტექნიკა ლიზინგით გამოიყვანეს. გამოვიდა, რომ ვიშრომეთ, მთელ ფართობებზე დავთესეთ ხორბალი და შედეგად, ხორბალს ვერ ვყიდით და ფუჭდება. აღმოვჩნდით წამგებიან პოზიციაში“ – აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემმედიცენტრ მთავარში.“  

 

მსგავსი თემები