ფილიპინებში,სამგზავრო ბორანზე ხანძარმა სულ მცირე 10 ადამიანი იმსხვერპლა

ფილიპინების სამხრეთში ღამით სამგზავრო ბორანს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა,  სულ მცირე შვიდი ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

NYT-ის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა გემიდან ხუთშაბათის დილის მდგომარეობით, გადაარჩინეს 233 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის 35 წევრი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები