,,მივმართავ ხელისუფლებას მისცეს პოლონურ მხარეს უფლება, სააკაშვილს დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს”- ბეატა შიდლო

პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, პოლონურ მხარეს მიეცეს, მიხეილ სააკაშვილისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უფლება. ამის შესახებ ბეატა შიდლო სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” წერს. ,,პრეზიდენტი სააკაშვილი არავითარ შემთხვევაში არ იმსახურებს სიტუაციას, რომელშიც ის ახლა იმყოფება. სწორედ მისი ძალისხმევის დამსაურებაა ქართველი ხალხის დამოუკიდებლობა. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას მისცეს პოლონურ მხარეს უფლება, სააკაშვილს დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს. პოლონეთი ამისთვის მზად არის”, – წერს ბეატა შიდლო.  

მეტი...

,,ომის შედეგად გაუარესებული უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზეც”- იენს სტოლტენბერგი

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაუარესებული უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე,”- ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის 2022 წლის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. ,,საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. დროთა განმავლობაში, პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრმა მხარი დაუჭირა საქართველოს რეფორმების ძალისხმევასა და მიზანს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაუარესებული უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე. საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის მთავარ ინსტრუმენტს NATO-საქართველოს პაკეტი წარმოადგენს. 2022 წელს მან განაგრძო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და თავსებადობის გაუმჯობესება, რათა მხარი…

მეტი...

დათო ტურაშვილი მკურნალობას თურქეთში გააგრძელებს

მწერალი დათო ტურაშვილი მკურნალობას თურქეთში გააგრძელებს. ამის შესახებ მისმა შვილმა, ანაკო ტურაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. ,,დათო ახლა არის სტაბილურად, უკვე გუშინ გამოწერეს კლინიკიდან. დღეს ღამით მიდის თურქეთში და იქ გააგრძელეს გამოკვლევებს, იქ უნდა ჩაუტარდეს გარკვეული გამოკვლევები. მან დიდი მადლობა დამაბარა ქართველ ექიმებთან, რომლებმაც იგი გადაარჩინეს და ის, რომ ახლა კარგადა არის  მათი დამსახურებაა. ახლა ის განაგრძობს თურქეთში მკურნალობას ” – განაცხადა დათო ტურაშვილის შვილმა.

მეტი...

მეტრო ისნის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა 2 თვის განმავლობაში პერიოდულად შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგურ ისნის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა 2 თვის განმავლობაში პერიოდულად შეიზღუდება. მათივე ცნობით, ნავთლუღის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით, მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება. მძღოლებს გადაადგილება ალტერნატიული გზით შეეძლებათ. ,,სამუშაოების განმავლობაში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზის გამოყენებით. კერძოდ, მძღოლები ნავთლუღის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით, ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაადგილდებიან, შემდეგ ვაჟა ჩაჩავას, აწყურის ქუჩისა და კახეთის შესახვევის გავლით დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და ავლაბრის მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

პაკისტანსა და ავღანეთში მიწისძვრას 13 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანსა და ავღანეთში 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის შედეგად დაშვდა 90-ზე მეტი. პაკისტანის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელის ინფორმაციით,  სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა, 44 კი  დაშავდა. ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელის თქმით, კი  სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა ავღანეთში.    

მეტი...

„გირჩის“ დაკიდული ბაღები სავალდებულო სამხედრო სამსახურის ალტერნატივა ვერ იქნება – მინისტრის მოადგილე დეპუტატს

საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვის ახალი კოდექსის განხილვა დღესაც გაგრძელდება. დაგეგმილია საკითხის პირველი მოსმენით კენჭისყრა.  კოდექსის ახალი ვარიანტით, სტუდენტის სტატუსი სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძვლად ჩაითვლება. ასევე,  სურვილის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო სტუდენტებს სამხედრო სამსახურის გავლის რამდენიმე ვარიანტს შესთავაზებს. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების მიზეზად რელიგიური ორგანიზაციების წევრობა არ ჩაითვლება. როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე  გრიგოლ გიორგაძე განმარტავს, „გირჩის“ დაკიდული ბაღები ვერ იქნება ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის საშუალება. „შვედეთში, როცა ადამიანი ამბობს, ალტერნატიული სამსახური მინდა-ო, მას სახლში აბრუნებენ. ჩვენც ეს პრაქტიკა ხომ არ შემოვიღოთ?  თავდაცვის მინისტრმა ახსენა, რომ ერთ-ერთი ვარიანტი იქნებოდა მებაღეობა. ბევრ ეკლესიას აქვს თავისი…

მეტი...

„ყირიმიდან ვირთხების მიგრაცია დაიწყო“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც უკრაინის წარმატებაზე საუბრობს. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც  კიევის ოლქის პატარა სოფლებისთვის ბრძოლა დასრულდა. „გასული წლის 21 მარტს დასრულდა ბრძოლა კიევის ოლქის პატარა სოფლის, მოშჩუნისთვის, რომლის გათავისუფლება იქცა პირველ დიდ ნაბიჯად გამარჯვებისკენ და მას მოჰყვა ბრძოლები გოსტომელის, ირპენის, ჩერნიგოვის, სუმის და კუნძულ ზმეინის გასათავისუფლებლად და თავდაცვის უნიკალური ოპერაცია სამხრეთში, სადაც თავისუფლება დაიბრუნა ხარკოვმა“ – აღნიშნა პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, მალე ყირიმიც დაბრუნდება. „ასეთივე შედეგებს ველოდებით დონბასისთვის გმირულ ბრძოლაშიც, აზოვისპირეთშიც და ყირიმის დასაბრუნებლადაც.  ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტი სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების…

მეტი...

ბოლნისში 9 წლის ბავშვი ამ დრომდე ვერ იპოვეს

მეორე დღეა, ბოლნისში 9 წლის ბიჭის ძებნის ღონისძიებები გრძელდება. ბავშვის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს. მაშველები ძებნის ღონისძიებებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ. დაკარგულ ბავშვს ეძებენ მდინარეშიც. ძებნის ღონისძიებებში ჩართულია სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლიც. ოჯახის წევრების თქმით, ბავშვს ეპილეფსია ჰქონდა. როგორც დედა აცხადებს, ის ჭალაში თამაშობდა, სახლის უკან. მის მერე ბავშვის კვალი გაქრა.

მეტი...

აშშ-ის შეფასებით, ჩინეთი უკრაინის ომთან დაკავშირებით მიუკერძოებელი არ არის

ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობა მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტის – სი ძინპინის ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო დათბა. პრეზიდენტების ერთმანეთის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებენ და უფრო მეტიც, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზეც კი შეთანხმდნენ. პუტინი ჩინეთს ნომერ პირველ პარტნიორად მოიხსენიებს. რაც შეეხება პრეზიდენტ სი ძინპინს, ის აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ჩინეთი მიუკერძოებელია, რასაც აშშ არ ეთანხმება. „არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, შესაძლებელია გონივრულად შეხედო ჩინეთს, როგორც მიუკერძოებელ მხარეს,” – აცხადებს თეთრი სახლის წარმომადგენელი  ჯონ კირბი. შეგახსენებთ, რომ  ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვს სტუმრობს. მანამდე კი ჩინეთმა 12 პუნქტიანი გეგა წარმოადგინა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დარეგულირებას და მშვიდობას…

მეტი...

პუტინის განცხადებით, ჩინეთის სამშვიდობო გეგმა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საფუძველია

ჩინეთის პრეზიდენტი აგრძელებს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას. მხარეები დიალოგითა და ოფიციალური შეხვედრებით კმაყოფილები არიან. როგორც ვლადიმერ პუტინი აცხადებს, ჩინეთის სამშვიდობო გეგმა საუკეთესო საშუალებაა უკრაინაში კონფლიქტის დასარეგულირებლად. „ჩინეთის სამშვიდობო გეგმის არაერთი პუნქტი შეიძლება გახდეს უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების საფუძველი. თუმცა, მნიშვნელოვანია, დასავლეთი და კიევი მზად იყვნენ ამისთვის“ – აცხადებს პუტინ. მისივე შეფასებით, ჩინეთი რუსეთისთვის ნომერ პირველი პარტნიორია. თუმცა, არც რუსეთი რჩება პუტინს ვალში. როგორც პუტინი აღნიშნავს, რუსეთი ეხმარება ჩინეთს ატომური ელექტროსადგურების მშენებლობაში. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უკრაინის გარშემო სიტუაციაც არ დავტოვეთ ყურადღების მიღმა. ჩინეთის მიერ…

მეტი...