,,მივმართავ ხელისუფლებას მისცეს პოლონურ მხარეს უფლება, სააკაშვილს დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს”- ბეატა შიდლო

პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, პოლონურ მხარეს მიეცეს, მიხეილ სააკაშვილისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უფლება. ამის შესახებ ბეატა შიდლო სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” წერს.

,,პრეზიდენტი სააკაშვილი არავითარ შემთხვევაში არ იმსახურებს სიტუაციას, რომელშიც ის ახლა იმყოფება. სწორედ მისი ძალისხმევის დამსაურებაა ქართველი ხალხის დამოუკიდებლობა. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას მისცეს პოლონურ მხარეს უფლება, სააკაშვილს დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს. პოლონეთი ამისთვის მზად არის”, – წერს ბეატა შიდლო.

 

მსგავსი თემები