პუტინის განცხადებით, ჩინეთის სამშვიდობო გეგმა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საფუძველია

ჩინეთის პრეზიდენტი აგრძელებს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას. მხარეები დიალოგითა და ოფიციალური შეხვედრებით კმაყოფილები არიან. როგორც ვლადიმერ პუტინი აცხადებს, ჩინეთის სამშვიდობო გეგმა საუკეთესო საშუალებაა უკრაინაში კონფლიქტის დასარეგულირებლად.

„ჩინეთის სამშვიდობო გეგმის არაერთი პუნქტი შეიძლება გახდეს უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების საფუძველი. თუმცა, მნიშვნელოვანია, დასავლეთი და კიევი მზად იყვნენ ამისთვის“ – აცხადებს პუტინ.

მისივე შეფასებით, ჩინეთი რუსეთისთვის ნომერ პირველი პარტნიორია. თუმცა, არც რუსეთი რჩება პუტინს ვალში. როგორც პუტინი აღნიშნავს, რუსეთი ეხმარება ჩინეთს ატომური ელექტროსადგურების მშენებლობაში.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინის გარშემო სიტუაციაც არ დავტოვეთ ყურადღების მიღმა. ჩინეთის მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმის ბევრი პირობა ემთხვევა რუსეთის მიდგომებს და ეს გეგმა კონფლიქტის მშვიდობიანად  დარეგულირების საფუძვლად შეიძლება გახდეს. ამისთვის კი კიევი და დასავლეთიც მზად უნდა იყოს“ –  განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები