დათო ტურაშვილი მკურნალობას თურქეთში გააგრძელებს

მწერალი დათო ტურაშვილი მკურნალობას თურქეთში გააგრძელებს. ამის შესახებ მისმა შვილმა, ანაკო ტურაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

,,დათო ახლა არის სტაბილურად, უკვე გუშინ გამოწერეს კლინიკიდან. დღეს ღამით მიდის თურქეთში და იქ გააგრძელეს გამოკვლევებს, იქ უნდა ჩაუტარდეს გარკვეული გამოკვლევები. მან დიდი მადლობა დამაბარა ქართველ ექიმებთან, რომლებმაც იგი გადაარჩინეს და ის, რომ ახლა კარგადა არის  მათი დამსახურებაა. ახლა ის განაგრძობს თურქეთში მკურნალობას ” – განაცხადა დათო ტურაშვილის შვილმა.

მსგავსი თემები