მეტრო ისნის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა 2 თვის განმავლობაში პერიოდულად შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგურ ისნის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა 2 თვის განმავლობაში პერიოდულად შეიზღუდება.

მათივე ცნობით, ნავთლუღის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით, მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება. მძღოლებს გადაადგილება ალტერნატიული გზით შეეძლებათ.

,,სამუშაოების განმავლობაში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზის გამოყენებით. კერძოდ, მძღოლები ნავთლუღის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით, ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაადგილდებიან, შემდეგ ვაჟა ჩაჩავას, აწყურის ქუჩისა და კახეთის შესახვევის გავლით დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და ავლაბრის მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები