ბოლნისში 9 წლის ბავშვი ამ დრომდე ვერ იპოვეს

მეორე დღეა, ბოლნისში 9 წლის ბიჭის ძებნის ღონისძიებები გრძელდება. ბავშვის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს. მაშველები ძებნის ღონისძიებებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ. დაკარგულ ბავშვს ეძებენ მდინარეშიც. ძებნის ღონისძიებებში ჩართულია სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლიც.

ოჯახის წევრების თქმით, ბავშვს ეპილეფსია ჰქონდა. როგორც დედა აცხადებს, ის ჭალაში თამაშობდა, სახლის უკან. მის მერე ბავშვის კვალი გაქრა.

მსგავსი თემები