„გირჩის“ დაკიდული ბაღები სავალდებულო სამხედრო სამსახურის ალტერნატივა ვერ იქნება – მინისტრის მოადგილე დეპუტატს

საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვის ახალი კოდექსის განხილვა დღესაც გაგრძელდება. დაგეგმილია საკითხის პირველი მოსმენით კენჭისყრა.  კოდექსის ახალი ვარიანტით, სტუდენტის სტატუსი სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძვლად ჩაითვლება. ასევე,  სურვილის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო სტუდენტებს სამხედრო სამსახურის გავლის რამდენიმე ვარიანტს შესთავაზებს.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების მიზეზად რელიგიური ორგანიზაციების წევრობა არ ჩაითვლება.

როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე  გრიგოლ გიორგაძე განმარტავს, „გირჩის“ დაკიდული ბაღები ვერ იქნება ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის საშუალება.

„შვედეთში, როცა ადამიანი ამბობს, ალტერნატიული სამსახური მინდა-ო, მას სახლში აბრუნებენ. ჩვენც ეს პრაქტიკა ხომ არ შემოვიღოთ?  თავდაცვის მინისტრმა ახსენა, რომ ერთ-ერთი ვარიანტი იქნებოდა მებაღეობა. ბევრ ეკლესიას აქვს თავისი ბაღები და ა.შ. ჩვენც გვინდა, „გირჩის“ ბაღები იყოს და ეს თუ შეიძლება იყოს, ჩვენ თუ ბაღები გვაქვს გაშენებული, ჩვენი მღვდელმსახურები ჩვენს ბაღებში დასაქმდნენ და ეს იყოს ალტერნატიული სამსახური“, – მიმართა დეპუტატმა რაქვიაშვილმა მინისტრის მოადგილეს.

გიორგაძემ კი უპასუხა, რომ „გირჩის“ ბაღები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის ასარიდებლად ვერ გამოდგება.

„გირჩის“ დაკიდული ბაღები ვერ იქნება ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის საშუალება. ჩვენ სწორედ ამის დახვეწაზე ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს არაკეთილსინდისიერი გზებით თავის არიდება ვალდებულებისთვის, იქნება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ა.შ.“, – უპასუხა გიორგაძემ.

 

მსგავსი თემები