აშშ-ის შეფასებით, ჩინეთი უკრაინის ომთან დაკავშირებით მიუკერძოებელი არ არის

ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობა მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტის – სი ძინპინის ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო დათბა. პრეზიდენტების ერთმანეთის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებენ და უფრო მეტიც, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზეც კი შეთანხმდნენ. პუტინი ჩინეთს ნომერ პირველ პარტნიორად მოიხსენიებს.

რაც შეეხება პრეზიდენტ სი ძინპინს, ის აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ჩინეთი მიუკერძოებელია, რასაც აშშ არ ეთანხმება.

„არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, შესაძლებელია გონივრულად შეხედო ჩინეთს, როგორც მიუკერძოებელ მხარეს,” – აცხადებს თეთრი სახლის წარმომადგენელი  ჯონ კირბი.

შეგახსენებთ, რომ  ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვს სტუმრობს. მანამდე კი ჩინეთმა 12 პუნქტიანი გეგა წარმოადგინა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დარეგულირებას და მშვიდობას ეხება.

მსგავსი თემები