,,ომის შედეგად გაუარესებული უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზეც”- იენს სტოლტენბერგი

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაუარესებული უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე,”- ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის 2022 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის.

,,საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. დროთა განმავლობაში, პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრმა მხარი დაუჭირა საქართველოს რეფორმების ძალისხმევასა და მიზანს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაუარესებული უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე.

საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის მთავარ ინსტრუმენტს NATO-საქართველოს პაკეტი წარმოადგენს. 2022 წელს მან განაგრძო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და თავსებადობის გაუმჯობესება, რათა მხარი დაუჭიროს დროთა განმავლობაში NATO-ს წევრობისთვის ქვეყნების მომზადებას”- ნათქვამია ანგარიშში.

 

მსგავსი თემები