„ყირიმიდან ვირთხების მიგრაცია დაიწყო“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც უკრაინის წარმატებაზე საუბრობს. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც  კიევის ოლქის პატარა სოფლებისთვის ბრძოლა დასრულდა.

„გასული წლის 21 მარტს დასრულდა ბრძოლა კიევის ოლქის პატარა სოფლის, მოშჩუნისთვის, რომლის გათავისუფლება იქცა პირველ დიდ ნაბიჯად გამარჯვებისკენ და მას მოჰყვა ბრძოლები გოსტომელის, ირპენის, ჩერნიგოვის, სუმის და კუნძულ ზმეინის გასათავისუფლებლად და თავდაცვის უნიკალური ოპერაცია სამხრეთში, სადაც თავისუფლება დაიბრუნა ხარკოვმა“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, მალე ყირიმიც დაბრუნდება.

„ასეთივე შედეგებს ველოდებით დონბასისთვის გმირულ ბრძოლაშიც, აზოვისპირეთშიც და ყირიმის დასაბრუნებლადაც.  ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტი სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები