,,მიადგა ფიზიკური ზიანი”- როგორია ზურაბ ჯაფარიძის მდგომარეობა?

,,ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოყენებული იქნა ხელკეტი და მას მიადგა ფიზიკური ზიანი, მას ურტყეს და დააკავეს,”- ამის შესახებ ”გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ წევრმა, ცოტნე კობერიძემ განაცხადა. კობერიძის თქმით, ზურაბ ჯაფარიძის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით უკეთესია. „ზურაბ ჯაფარიძე, რომლის მთავარი იარაღი ყოველთვის იყო საუბარი, ამ იარაღით მივიდა სპეცრაზმელებთან, პოლიციელებთან და ამ იარაღს იყენებდა. მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნა ხელკეტი და მას მიადგა ფიზიკური ზიანი, მას ურტყეს და დააკავეს. ზურაბ ჯაფარიძესთან არიან შესულები ადვოკატები, მისი მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე გუშინ, მაგრამ აქედანვე უნდა იცოდეთ მარტივი პასუხი, როცა საუბარს პასუხობთ თქვენ ხელკეტით, ვერასდროს ვერ მოიგებთ, ეს ომი…

მეტი...

გაერო-ს გენერალური მდივანი უკრაინაში ჩავიდა

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში კიევში ჩავიდა. გუტერეში ვოლოდიმირ ზელენსკის მარცვლეულის შეთანხმების გასაგრძელებლად მოლაპარაკებებისთვის შეხვდება არსებული შეთანხმების ვადა, რომელიც შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტს ითვალისწინებს, 18 მარტს იწურება.  

მეტი...

„მამაცო ქართველო ხალხო, მყარად იდექით”- რადას დეპუტატი

უკრაინელი დეპუტატი კირა რუდიკი თბილისში, საქართველოს პარლამენტთან განვითარებული მოვლენებს ეხმიანება. „მამაცო ქართველო ხალხო, მყარად იდექით. თქვენი ევროპული მომავალი თქვენს ხელშია. ჩვენ ეს ვიცით” – წერს რუდიკი.

მეტი...

,,ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს”- ნორვეგიის ელჩი საქართველოში

,,მოვუწოდებთ საქართველოს იმოქმედოს დემოკრატიისთვის, პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას” – ამის შესახებ ნორვეგიის ელჩი საქართველოში, ჰელენა სანდ ანდრესენი წერს. ,,სტიგმატირებს სამოქალაქო საზოგადოებას,  მედიას. ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, პრინციპებს. რისკის დამღუპველი ეფექტი საქართველოს ყველა მოქალაქის მხარდამჭერ სამუშაოზე. მოვუწოდებთ საქართველოს იმოქმედოს დემოკრატიისთვის, პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას”, – წერს ელჩი.

მეტი...

ჯაფარიძისა და აქციის სხვა მონაწილეების მიმართ, პოლიციელების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 7-8 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის დროს ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და აქციის სხვა მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა უფლება, მართოს ქვეყანა“- კახა ოქრიაშვილი

„ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა უფლება, მართოს ქვეყანა“,-  ამის შესახებ პარტია  „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, ე.წ. ”აგენტების კანონი” ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. „აგენტების“ რუსული კანონი ზღუდავს კონკურენციას პოლიტიკურ ველზე, ზღუდავს დემოკრატიის განვითარების პროცესს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას – ე.ი. არის უკანონო. „ქართული ოცნება“ რუსეთიდან მართული მოღალატეობრივი პოლიტიკური ორგანიზმია და აქედან გამომდინარე, არის არალეგიტიმური! ამ კანონის გამოტანით, „ოცნებამ“ გაიარა საბოლოო ლუსტრაცია, გააფორმა კონსტიტუციის დარღვევა და გახდა კანონგარეშე – ის არალეგიტიმური ხელისუფლებაა და დაკარგა უფლება, მართოს ქვეყანა! დღეს საქართველოს არ ჰყავს კანონიერი ხელისუფლება. მტერი შემოიპარა საქართველოს ხელისუფლებაში! შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები,…

მეტი...

,,520 დღე გავიდა, რაც სააკაშვილი საპატიმროში მოხვდა და მხოლოდ ეს ორი კვირა იყო, როდესაც „არ კვდებოდა“- კობახიძე

,,ყველას დაავიწყდა სააკაშვილი ამ ორი კვირის განმავლობაში,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 520 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი მოხვდა საპატიმროში და მხოლოდ ეს ორი კვირა იყო, როდესაც ”მიხეილ სააკაშვილი არ კვდებოდა“. „ყველას დაავიწყდა სააკაშვილი ამ ორი კვირის განმავლობაში. 520 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი მოხვდა საპატიმროში და მხოლოდ ეს ორი კვირა იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი „არ კვდებოდა“. დანარჩენი 500 დღე მიხეილ სააკაშვილი „კვდებოდა“. თქვენ ეს გახსოვთ. აქედანაც ჩანს, რამდენად ყალბია ის კამპანია, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით წარმოებს. ჩვენ ამ კამპანიის გაღვივებას ხელს, რა თქმა უნდა, ვერ შევუწყობთ. ვიღაცას…

მეტი...

,,სერიოზულად ვართ შეშფოთებული ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებით”- გაბრიელიუს ლანდსბერგისი

სერიოზულად ვართ შეშფოთებული ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებით, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, თუ საქართველოს ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართულებით პროგრესი სურს, ის უნდა იცავდეს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტს. „ჩვენ, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულად ვართ შეშფოთებული ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებით. თუ საქართველოს ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართულებით პროგრესი სურს, ის უნდა იცავდეს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტს“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი „ტვიტერზე“.

მეტი...

,,საქართველოში 2003 წელს მოხდა ჯაშუშების რევოლუცია”- ირაკლი კობახიძე

,,თავის დროზე, ჯაშუშებისთვის თავისი სახელი რომ დაერქმიათ, საქართველო ბევრ ტკივილს აიცილებდა თავიდან, დღეს ბოლშევიკური სული ცოცხლობს თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეებში და გიგლა ბერბიჭაშვილებში”- ამის შესახებ  პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში 2003 წელს მოხდა ჯაშუშების რევოლუცია, რომელმაც საქართველოს ანტიევროპული 9 წელი მოუტანა. ,,დღეს ბოლშევიკური სული ცოცხლობს თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეებში და გიგლა ბერბიჭაშვილებში – მიხეილ სააკაშვილში, გიგა ბოკერიაში, გიორგი ვაშაძეში, ზურაბ ჯაფარიძეში, ლევან ხაბეიშვილში და რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერებში. მათ მიერ ბაკურიანის ცნობილ შეხვედრაზე გაწერილი გეგმა, რომ განხორციელებულიყო, გასული წლის ივნისში მოხდებოდა ხელისუფლების გადატრიალება და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ – დღეს,…

მეტი...

,,ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი”- ირაკლი კობახიძე

,,რაც შეეხება მაიდანთან შედარებას, პირველ რიგში, გეტყვით, რომ ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი,”-  ამის შესახებ  პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას მაიდანმა ომი და ტერიტორიების დაკარგვა მოუტანა. „რაც შეეხება მაიდანთან შედარებას, პირველ რიგში, გეტყვით, რომ ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი. ეს ერთი და მეორე რაც შეეხება მაიდანს ზოგადად, რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას – მეორე წელსვე ჰქონდა უკრაინას ომი, რა დროსაც დაკარგეს ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის დიდი ნაწილი, ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ომი, რაც დღეს არის უკრაინაში. მთლიანობაში…

მეტი...

კანონის შედეგად ის ძალები, რომლებიც აფინანსებდნენ რადიკალიზმს, პოლარიზაციას, მომავალში თავს შეიკავებენ ასეთი ქმედებების – ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძემ ე.წ. ”აგენტების კანონის” შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, კანონის შედეგად ის ძალები, რომლებიც აფინანსებდნენ საქართველოში ”რადიკალიზმს, პოლარიზაციას, მომავალში თავს შეიკავებენ ასეთი ქმედებების დაფინანსებისგან”. ,,დამიჯერეთ, ჩვენ სიმართლეს გავიტანთ და ამას გავიტანთ საზოგადოების ინტერესებისთვის, ამას აქვს თავისი მიზეზი. მე ახლა გეტყვით რა არის ცუდი განვითარება, ცუდი განვითარება არის ბაკურიანის შეკრების დაფინანსება, ცუდი განვითარება არის სირცხვილიას, დროას და სხვა ექსტრემისტების დაფინანსება. ამ ძალების მხარდაჭერა არის ცუდი განვითარება. ამ კანონპროექტის მიღების შედეგი იქნება ის რომ ეს ყველაფერი გახდება გამჭვირვალე, და საბოლოოდ ის ძალები, რომლებიც აფინანსებდნენ საქართველოში რადიკალიზმს, პოლარიზაციას, მომავალში თავს…

მეტი...

,,ჩვეულებრივი „ბოლშევიკები“, მათში გაცოცხლებულია „ბოლშევიკური“ სული, სერგო ორჯონიკიძის სული”- ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თავის დროზე ჯაშუშებისთვის თავისი სახელი რომ დაერქმიათ, საქართველო ბევრ ტკივილს აიცილებდა თავიდან. მისი თქმით, ოპოზიციას სინამდვილეში არაფერი აქვთ ახლო არც ევროპასთან და არც დასავლეთთან. ,,საუბარი გვქონდა დღეს ბოლშევიზმზე და ფაშიზმზე, სერგო ორჯონიკიძეებზე, გიგლა ბერბიჭაშვილებზე და ა.შ. ეს არის მათი მეთოდები, აქედან ჩანს, რომ როცა ეს ადამიანები, რადიკალები, „ნაციონალები“ საუბრობენ ევროპაზე, დასავლეთზე, ეს ყველაფერი არის ზუსტად ისეთივე ფარისევლობა, როგორც გუშინ ჰქონდათ გულზე დახატული ამბროსი ხელაიას ფოტო. სინამდვილეში, არაფერი აქვთ ახლო არც ევროპასთან, არ დასავლეთთან, ისინი არიან ჩვეულებრივი „ბოლშევიკები“, მათში გაცოცხლებულია „ბოლშევიკური“ სული, სერგო ორჯონიკიძის სული.…

მეტი...

,,რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან დაფიქსირდა უპრეცედენტო ძალადობა სამართალდამცავებზე”- ირაკლი კობახიძე

,,რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან დაფიქსირდა უპრეცედენტო ძალადობა სამართალდამცავებზე,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციამ სცადა ვნებათაღელვა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და დავალებების აღსრულებისთვის გამოეყენებინა. ,,რადიკალურმა ოპოზიციამ და მისმა მედიასაშუალებებმა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი დაარწმუნეს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ამერიკული კანონი იყო რუსული, რამაც გუშინ ადამიანების გულწრფელი ვნებათაღელვა გამოიწვია. თუმცა, როგორც ყოველთვის, რადიკალურმა ოპოზიციამ სცადა ეს ვნებათაღელვა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და დავალებების აღსრულებისთვის გამოეყენებინა. რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან დაფიქსირდა უპრეცედენტო ძალადობა სამართალდამცავებზე, თუ 2012 წლამდე ნაციონალური მოძრაობის დავალებით სამართალდამცავებზე ძალადობდნენ მომიტინგეებზე და სახალხო დამცველზე, გუშინ, იმავე…

მეტი...

,,კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან”- ანდრიუს კალინდრა

,,კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან,”- ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩი, ანდრიუს კალინდრა წერს. ელჩის თქმით, ე.წ. ”აგენტების კანონი” ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ,,კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობიდან: თითქმის ორი წლის წინ, ევროკავშირის მედიაციით, 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება მიღწეული იქნა და მოგვიანებით გაუქმდა”,- წერს ანდრიუს კალინდრა.

მეტი...

,,რუსეთმა ვერ გაანადგურა თქვენი სახელმწიფო, ამიტომ ის ცდილობს ვასალებად გაქციოთ”- გონჩარენკო

,,რუსეთმა ვერ გაანადგურა თქვენი სახელმწიფო, ამიტომ ის ცდილობს ვასალებად გაქციოთ. დაიცავით თქვენი თავისუფლება!,”- ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი ალექსი გონჩარენკო „ფეისბუქზე“ წერს. გონჩარენკოს თქმით, უკრაინელი ხალხი ყოველთვის იქნება ქართველი ხალხის გვერდით. „მიმართვა ქართველ ხალხს. ქართველო ძმებო, უკრაინელი ხალხი ყოველთვის იქნება თქვენ გვერდით. ჩვენ ყოველთვის დაგიჭერთ მხარს. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენ მხარეს. ასობით ქართველი ომობს ჩვენთან ერთად ჩვენი და თქვენი დამოუკიდებლობისთვის. ასობით უკრაინელი იყო თქვენთან 2008 წელს, როცა მტერი თავს დაგესხათ. რუსეთმა ვერ შეძლო თქვენი მიტაცება ძალით, ამიტომაც ის ცდილობს დაგიპყროთ კორუფციით. რუსეთმა ვერ გაანადგურა თქვენი სახელმწიფო, ამიტომ ის ცდილობს ვასალებად…

მეტი...

გუშინდელ აქციაზე 66 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  7 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე 66 პირი დააკავეს. უწყების ცნობით,  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო. ,,სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტები კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება სასამართლოს. სამინისტროს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა ყველა პირის ქმედებას, რომლებმაც ხელი შეუწყეს და ორგანიზება გაუწიეს მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ…

მეტი...

„მაგონებს 2013-2014 წლებში უკრაინაში მაიდნის დროს“- ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისში, საქართველოს პარლამენტთან  გამართული აქციას ეხმაურება. „მაგონებს 2013-2014 წლებში უკრაინაში მაიდნის დროს“,- წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში და აქციის ვიდეოს აქვეყნებს.

მეტი...

,,ბახმუტის დაკავება რუსეთს დონეცკის ოლქის სხვა დასახლებული პუნქტებისკენ გაუხსნის გზას”- ზელენსკი

ბახმუტის დაკავება რუსეთს დონეცკის ოლქის სხვა დასახლებული პუნქტებისკენ გაუხსნის გზას, სწორედ ამიტომ განაგრძობენ უკრაინელი სამხედროები ქალაქის დაცვას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, თქმით, უკრაინისთვის ბახმუტის დაცვა ტაქტიკური გადაწყვეტილებაა. „ჩვენ გვესმის, რომ ბახმუტის დაკავების შემდეგ ისინი წინ წაწევას შეძლებენ. ისინი შეიძლება, კრამატორსკისკენ წავიდნენ, შეიძლება, სლავიანსკისკენ. ბახმუტის შემდეგ რუსებისთვის გაიხსნება გზა დონეცკის მიმართულებით უკრაინის სხვა ქალაქებში. სწორედ ამიტომ დგანან იქ ჩვენი ბიჭები“, – განაცხადა ზელენსკიმ.    

მეტი...

,,ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან შეუთავსებელია”- ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორ განცხადებაშია აღნიშნული აღნიშნული კანონი მისი არსებული ფორმით სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციებზე უარყოფითი ზემოქმედების საფრთხეს შეიცავს ,,სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ეს საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის ძალიან ცუდი მოვლენაა. ეს კანონი მისი არსებული ფორმით სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციებზე უარყოფითი ზემოქმედების საფრთხეს შეიცავს და საქართველოს ბევრ მოქალაქეს, ვისთვისაც ამ ორგანიზაციების მუშაობას სარგებელი მოჰქონდა, საზიანო შედეგებს მოუტანს. ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან შეუთავსებელია. ის ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით,…

მეტი...

,,ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ქართველი ხალხი იტყოდა თავის სათქმელს”- ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი საქართველოში განვითრებულ მოვლენებს ეხმიანება. მისი თქმით, ქართველი ხალხის გამარჯვება მორიგი მარცხი იქნება რუსეთის ფედერაციისთვის. ,,ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ქართველი ხალხი იტყოდა თავის სათქმელს. ქართველი ხალხის გამარჯვება მორიგი მარცხი იქნება რუსეთის ფედერაციისთვის, რომელიც მოძრაობის გაკონტროლებას ცდილობდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ევროკავშირი/ნატო კორუმპირებული ელიტების მეშვეობით”.- წერს არესტოვიჩი.

მეტი...

,,დაჩოქილი საქართველოთი არასოდეს გავახარებთ ოკუპანტებს” – 9 აპრილს მებრძოლი

,,ფაქტია რომ ჩვენი ქვეყანა მყარად ვერ დგას ორივე ფეხზე… ცალ ფეხზე დგომა, მავანთ ,,ღირსების აყრად,, მიაჩნიათ… დაჩოქილი საქართველოთი კი არასოდეს გავახარებთ ოკუპანტებს,”- ამის შესახებ 9 აპრილის მონაწილე მარი ნანა მახარაძე სოციალურ ქსელში წერს. ,,საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რომელიც ქვეყნის „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ შეეხება, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ფაქტია რომ ჩვენი ქვეყანა მყარად ვერ დგას ორივე ფეხზე… ,,ცალ ფეხზე,, დგომა, მავანთ ,,ღირსების აყრად,, მიაჩნიათ… დაჩოქილი საქართველოთი კი არასოდეს გავახარებთ ოკუპანტებს… ჩვენ ბრძოლით და…

მეტი...

,,პროტესტი გაგრძელდება და გაიზრდება, იქნება პასუხისმგებლობა და სანქციებიც” – ანა ნაცვლიშვილი

,,პროტესტი გაგრძელდება და გაიზრდება, გვირაბის ბოლოს იქნება სინათლე – აუცილებლად!,”- ამის შესახებ ”ლელოს” წევრი, ანა ნაცვლიშვილი წერს. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, იქნება პასუხისმგებლობა და სანქციებიც. ,,მოვედი სახლში, მთელი დღის მშიერი, საშინლად დაღლილი, გაზით გაჟღენთილი და იმედიანი! პროტესტი გაგრძელდება და გაიზრდება, გვირაბის ბოლოს იქნება სინათლე – აუცილებლად! პასუხისმგებლობა და სანქციებიც იქნება! ულევი მადლობა ვინც მოხვედით, გაზით, წყლით, დაკავებებით იცავენ თავის რუსულ არჩევანს, მაგრამ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ – ევროპულ არჩევანს. ჭკვიანი პროტესტი გვჭირდება, სწორი ნაბიჯებით! ბევრი საქმეა!”,- წერს ანა ნაცვლიშვილი.

მეტი...

,,მოუსმინეთ თქვენს ხალხს, ნუ ჩაშლით თქვენი ქვეყნის მომავალს”- რასა იუკნევიჩიენე

„უცხოური აგენტების“ კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური გზის გაგრძელებას,”- ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ევროპარლამენტი ქართველ პოლიტიკოსებს მიმართავს და მოუწოდებს მოუსმინონ ხალხს. „საქართველო ეკუთვნის ევროპას. „უცხოური აგენტების“ კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური გზის გაგრძელებას. ჩემი თხოვნა საქართველოში ყველა პასუხისმგებლიან პოლიტიკოსს, განსაკუთრებით მმართველი პარტიიდან – გთხოვთ, მოუსმინეთ თქვენს ხალხს. ნუ ჩაშლით თქვენი ქვეყნის მომავალს”, – წერს ევროპარლამენტარი.

მეტი...

,,შეწყვიტეთ ეს სიგიჟე, შეაჩერეთ „უცხოური აგენტების“ კანონი”- მარკეტა გრეგოროვა

,,შეწყვიტეთ ეს სიგიჟე, შეაჩერეთ „უცხოური აგენტების“ კანონი,”- ასე ეხმიანება ევროპარლამენტერი, მარკეტა გრეგოროვა თბილისში, პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. „მე მრავალი სიტყვიერი თავდასხმა მივიღე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან ჩემი პარტიის პოპულარობის გამო, რომელსაც 40 % არ აქვს. ნება მიბოძეთ გითხრათ, ირაკლი ღარიბაშვილო, ჩვენ არასდროს გამოგვიყენებია წყლის ჭავლი ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. შეწყვიტეთ ეს სიგიჟე, შეაჩერეთ „უცხოური აგენტების“ კანონი. ტაშს ვუკრავ ამ მამაც ხალხს“, – წერს ევროპარლამენტარი.

მეტი...

,,საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა”- ზაზა ფაჩულია

საქართველოში განვითარებული მოვლენებს საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია ეხმიანება. კალათბურთელი ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ,,საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა ! მშვიდობას და თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს,”- წერს ზაზა ფაჩულია.

მეტი...

,,საქართველო უპირველეს ყოვლისა”- დიმიტრი ხუნდაძე

,,საქართველო უპირველეს ყოვლისა”,- ამის შესახებ ”ხალხის ძალის” წევრი, ე.წ. ”აგენტების კანონის” ერთ-ერთი ინიციატორი, დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ქვეყნის ბედი მათზე მეტად არავის აწუხებს. ,,მსურს კიდევ ერთხელ, როგორც მრავალჯერ, განვაცხადო, რომ საქართველოს მომავალი ჭეჭმარიტ ევროპულ ღირებულებებშია და ამაში ყველა გამომსვლელს ქუჩაში, მომხრესა თუ არამომხრეს ვეთანხმები, მაგრამ გულწრფელად გული მწყდება, რომ წაუკითხავად ვაპროტესტებთ იმას, რაც ჩვენსავე ინტერესს დაიცავს. საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებულობას და არაფერს სხვას, რომელსაც არავითარი საერთო არა აქვს რუსულთან და ჰგავს ამერიკულს, რომელზეც ბევრად ლიბერალურია. არც ერთ ფიზიკურ პირს არ ეხება და…

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ევროპულ არჩევანზე წერს

საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რაც ამ წუთებში პარლამენტში და პარლამენტის მიმდებარედ ვითარდება, საქართველოს ნაკრებისა და იტალიური საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ეხმიანება. „საქართველოს მომავალი ევროპაშია“, – ასე გამოხატავს კვარაცხელია საკუთარ პოზიციას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

მეტი...

შსს აქციის მონაწილეებს ისევ აფრთხილებს

პარლამენტთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო მეოთხე განცხადებას ავრცელებს. „პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმებმა უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა საგანი, მათ შორის აალებადი საშუალებები. სამართალდამცველებთან ღია დაპირისპირება მოვლენების უკიდურეს ესკალაციას უწყობს ხელს. აქციის მიმდინარეობისას დაშავდნენ როგორც მონაწილეები, ასევე, სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვასა და საზოგადოების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, შეწყვიტონ ძალადობრივი ქმედებები, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან…

მეტი...

„შეწუხებული ვართ თუ როგორ პასუხობს მთავრობა საზოგადოების მშვიდობიან პროტესტს“ – „სუხიშვილები“

ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონთან, პარლამენტში და პარლამენტს გარეთ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „სუხიშვილების“ ანსამბლი უკვე ერთი თვეა საგასტროლო მოგზაურობაში ვიმყოფებით ევროპაში. მაშინ როცა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ქართულ ცეკვას და კულტურას ოვაციებით ხვდებიან, როცა სიამაყით ვაცხადებთ, რომ საქართველოდან ვართ, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები სულ უფრო მეტად გვაშორებს დიდ ევროპულ ოჯახს! ევროპული მომავალი ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია! ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული! შეწუხებული ვართ თუ როგორ პასუხობს მთავრობა საზოგადოების მშვიდობიან პროტესტს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას! და ბოლოს, ჩვენ, „სუხიშვილები” – საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი, იმედს ვიტოვებთ, რომ…

მეტი...

„მე ვარ თქვენს გვერდით, ეს კანონი გასაუქმებელია“ – პრეზიდენტის აქციის მონაწილეებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართავს და აცხადებს, რომ მათ გვერდითაა. პრეზიდენტის თქმით, იმ კანონს, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა, დაადებს ვეტოს. „მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, როგორც არაერთხელ ვიდექი მე თვითონ. ვდგევარ მე აქ, ნიუ იორკში და ჩემ უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს არის ის სიმბოლო, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა. რისთვისაც დღემდე მოვედით. მე ვარ თქვენ გვერდით, რადგან დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს. ის საქართველო, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში და არავის არ მისცემს უფლებას, რომ წაართვან ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენ…

მეტი...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე განცხადება კეთდება

„ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში ბოლო საათის მოვლენებს. ჩვენ ვხედავთ ცნობებს, რომლებიც თბილისიდან მოდის“- აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში. როგორც აშშ-ის წარმომადგენელი განმარტავს, მშვიდობიან მოსახლეობას პროტესტის უფლება უნდა მისცენ. „დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები გამოიყენეს ე.წ. უცხოური აგენტების წინააღმდეგ პროტესტის ჩასახშობად. ჩვენი გზავნილი საქართველოს ხალხის, საქართველოს მთავრობის, მთელი მსოფლიოს მოსახლეობისა და მთავრობების მიმართ არის, რომ აშშ დგას ყველასთან, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს თავიანთ უნივერსალურ უფლებებს. მსოფლიოს მოსახლეობის უნივერსალური უფლებაა შეკრება, თავისუფლად საუბარი, მათი მთავრობებისთვის ანგარიშვალდებულების დაკისრება. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში ადგილზე სიტუაციის მონიტორინგს, თუმცა ჩვენი გზავნილია, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს უნდა მიეცეთ უფლება, გამოხატონ თავიანთი…

მეტი...