,,შეწყვიტეთ ეს სიგიჟე, შეაჩერეთ „უცხოური აგენტების“ კანონი”- მარკეტა გრეგოროვა

,,შეწყვიტეთ ეს სიგიჟე, შეაჩერეთ „უცხოური აგენტების“ კანონი,”- ასე ეხმიანება ევროპარლამენტერი, მარკეტა გრეგოროვა თბილისში, პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს.

„მე მრავალი სიტყვიერი თავდასხმა მივიღე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან ჩემი პარტიის პოპულარობის გამო, რომელსაც 40 % არ აქვს. ნება მიბოძეთ გითხრათ, ირაკლი ღარიბაშვილო, ჩვენ არასდროს გამოგვიყენებია წყლის ჭავლი ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. შეწყვიტეთ ეს სიგიჟე, შეაჩერეთ „უცხოური აგენტების“ კანონი. ტაშს ვუკრავ ამ მამაც ხალხს“, – წერს ევროპარლამენტარი.

მსგავსი თემები