,,ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი”- ირაკლი კობახიძე

,,რაც შეეხება მაიდანთან შედარებას, პირველ რიგში, გეტყვით, რომ ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი,”-  ამის შესახებ  პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას მაიდანმა ომი და ტერიტორიების დაკარგვა მოუტანა.

„რაც შეეხება მაიდანთან შედარებას, პირველ რიგში, გეტყვით, რომ ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი. ეს ერთი და მეორე რაც შეეხება მაიდანს ზოგადად, რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას – მეორე წელსვე ჰქონდა უკრაინას ომი, რა დროსაც დაკარგეს ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის დიდი ნაწილი, ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ომი, რაც დღეს არის უკრაინაში. მთლიანობაში ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი დაკარგა უკრაინამ. ეს არის სწორედ იმ პროცესების შედეგი, რაც საქართველოში უნდათ რადიკალებს, რასაც მხარს უჭერს ვიოლა ფონ კრამონი. ჩვენ ვიმოქმედებთ, არა რადიკალების დღის წესრიგით, ვიოლა ფონ კრამონის დღის წესრიგით, არამედ ქართული საზოგადოების ინტერესების შესაბამისად. ჩვენ რა თქმა უნდა, ჯაშუშების ახალ რევოლუციას არ დავუშვებთ, რამაც გავიხსენებ კიდევ ერთხელ რა მოუტანა სახელმწიფოს 2004 -2012 წლებში, 20 პროცენტი დავკარგეთ მაშინ იმის შედეგად, რაც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, ადამიანებს აწამებდნენ, ყველა მედიასაშუალება მიიტაცეს, ბიზნესის ტოტალური რეკეტი იყო, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ უნდა დაუშვას ქართულმა საზოგადოებამ, ეს ასეც იქნება, ჩვენ ვართ სახელმწიფო, ეს არის გამოცდილი საზოგადოება და ჯაშუშების ხელისუფლებაში მობრუნებას არ დაუშვებს”, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები