,,ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოყენებული იქნა ხელკეტი და მას მიადგა ფიზიკური ზიანი, მას ურტყეს და დააკავეს,”- ამის შესახებ ”გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ წევრმა, ცოტნე კობერიძემ განაცხადა.
კობერიძის თქმით, ზურაბ ჯაფარიძის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით უკეთესია.
„ზურაბ ჯაფარიძე, რომლის მთავარი იარაღი ყოველთვის იყო საუბარი, ამ იარაღით მივიდა სპეცრაზმელებთან, პოლიციელებთან და ამ იარაღს იყენებდა. მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნა ხელკეტი და მას მიადგა ფიზიკური ზიანი, მას ურტყეს და დააკავეს. ზურაბ ჯაფარიძესთან არიან შესულები ადვოკატები, მისი მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე გუშინ, მაგრამ აქედანვე უნდა იცოდეთ მარტივი პასუხი, როცა საუბარს პასუხობთ თქვენ ხელკეტით, ვერასდროს ვერ მოიგებთ, ეს ომი იქნება მოგებული ქართველი ხალხის მიერ, იმ ხალხის მიერ, ვისთვისაც დასავლეთი არის ფუნდამენტური არჩევანი. აქ არავის არც წყლის არ ეშინია, არც დარბევის, არც ცრემლების და გაზის. ეს ცრემლები გადაიქცევა ბედნიერების ცრემლებად, როდესაც დასავლეთის ნაწილი გავხდებით,”- განაცხადა ცოტნე კობერიძემ.