,,ჩვეულებრივი „ბოლშევიკები“, მათში გაცოცხლებულია „ბოლშევიკური“ სული, სერგო ორჯონიკიძის სული”- ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თავის დროზე ჯაშუშებისთვის თავისი სახელი რომ დაერქმიათ, საქართველო ბევრ ტკივილს აიცილებდა თავიდან.

მისი თქმით, ოპოზიციას სინამდვილეში არაფერი აქვთ ახლო არც ევროპასთან და არც დასავლეთთან.

,,საუბარი გვქონდა დღეს ბოლშევიზმზე და ფაშიზმზე, სერგო ორჯონიკიძეებზე, გიგლა ბერბიჭაშვილებზე და ა.შ. ეს არის მათი მეთოდები, აქედან ჩანს, რომ როცა ეს ადამიანები, რადიკალები, „ნაციონალები“ საუბრობენ ევროპაზე, დასავლეთზე, ეს ყველაფერი არის ზუსტად ისეთივე ფარისევლობა, როგორც გუშინ ჰქონდათ გულზე დახატული ამბროსი ხელაიას ფოტო. სინამდვილეში, არაფერი აქვთ ახლო არც ევროპასთან, არ დასავლეთთან, ისინი არიან ჩვეულებრივი „ბოლშევიკები“, მათში გაცოცხლებულია „ბოლშევიკური“ სული, სერგო ორჯონიკიძის სული. აქედან გამომდინარე მოქმედებენ „ბოლშევიკური“ და ფაშისტური მეთოდებით და ეს გასდიოდათ 2012 წლამდე, არ გაუვათ ახლა, რადგან საქართველო არის სახელმწიფო”, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები