,,ბახმუტის დაკავება რუსეთს დონეცკის ოლქის სხვა დასახლებული პუნქტებისკენ გაუხსნის გზას”- ზელენსკი

ბახმუტის დაკავება რუსეთს დონეცკის ოლქის სხვა დასახლებული პუნქტებისკენ გაუხსნის გზას, სწორედ ამიტომ განაგრძობენ უკრაინელი სამხედროები ქალაქის დაცვას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, თქმით, უკრაინისთვის ბახმუტის დაცვა ტაქტიკური გადაწყვეტილებაა.

„ჩვენ გვესმის, რომ ბახმუტის დაკავების შემდეგ ისინი წინ წაწევას შეძლებენ. ისინი შეიძლება, კრამატორსკისკენ წავიდნენ, შეიძლება, სლავიანსკისკენ. ბახმუტის შემდეგ რუსებისთვის გაიხსნება გზა დონეცკის მიმართულებით უკრაინის სხვა ქალაქებში. სწორედ ამიტომ დგანან იქ ჩვენი ბიჭები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

მსგავსი თემები