აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე განცხადება კეთდება

„ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში ბოლო საათის მოვლენებს. ჩვენ ვხედავთ ცნობებს, რომლებიც თბილისიდან მოდის“- აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

როგორც აშშ-ის წარმომადგენელი განმარტავს, მშვიდობიან მოსახლეობას პროტესტის უფლება უნდა მისცენ.

„დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები გამოიყენეს ე.წ. უცხოური აგენტების წინააღმდეგ პროტესტის ჩასახშობად. ჩვენი გზავნილი საქართველოს ხალხის, საქართველოს მთავრობის, მთელი მსოფლიოს მოსახლეობისა და მთავრობების მიმართ არის, რომ აშშ დგას ყველასთან, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს თავიანთ უნივერსალურ უფლებებს. მსოფლიოს მოსახლეობის უნივერსალური უფლებაა შეკრება, თავისუფლად საუბარი, მათი მთავრობებისთვის ანგარიშვალდებულების დაკისრება. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში ადგილზე სიტუაციის მონიტორინგს, თუმცა ჩვენი გზავნილია, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს უნდა მიეცეთ უფლება, გამოხატონ თავიანთი უფლებები თავისუფლად“ – აცხადებს ნედ პრაისი.

 

 

მსგავსი თემები