კანონის შედეგად ის ძალები, რომლებიც აფინანსებდნენ რადიკალიზმს, პოლარიზაციას, მომავალში თავს შეიკავებენ ასეთი ქმედებების – ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძემ ე.წ. ”აგენტების კანონის” შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, კანონის შედეგად ის ძალები, რომლებიც აფინანსებდნენ საქართველოში ”რადიკალიზმს, პოლარიზაციას, მომავალში თავს შეიკავებენ ასეთი ქმედებების დაფინანსებისგან”.

,,დამიჯერეთ, ჩვენ სიმართლეს გავიტანთ და ამას გავიტანთ საზოგადოების ინტერესებისთვის, ამას აქვს თავისი მიზეზი. მე ახლა გეტყვით რა არის ცუდი განვითარება, ცუდი განვითარება არის ბაკურიანის შეკრების დაფინანსება, ცუდი განვითარება არის სირცხვილიას, დროას და სხვა ექსტრემისტების დაფინანსება. ამ ძალების მხარდაჭერა არის ცუდი განვითარება. ამ კანონპროექტის მიღების შედეგი იქნება ის რომ ეს ყველაფერი გახდება გამჭვირვალე, და საბოლოოდ ის ძალები, რომლებიც აფინანსებდნენ საქართველოში რადიკალიზმს, პოლარიზაციას, მომავალში თავს შეიკავებენ ასეთი ქმედებების დაფინანსებისგან, ეს იქნება ამ კანონის შედეგი”, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები