,,რუსეთმა ვერ გაანადგურა თქვენი სახელმწიფო, ამიტომ ის ცდილობს ვასალებად გაქციოთ”- გონჩარენკო

,,რუსეთმა ვერ გაანადგურა თქვენი სახელმწიფო, ამიტომ ის ცდილობს ვასალებად გაქციოთ. დაიცავით თქვენი თავისუფლება!,”- ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი ალექსი გონჩარენკო „ფეისბუქზე“ წერს.

გონჩარენკოს თქმით, უკრაინელი ხალხი ყოველთვის იქნება ქართველი ხალხის გვერდით.

„მიმართვა ქართველ ხალხს. ქართველო ძმებო, უკრაინელი ხალხი ყოველთვის იქნება თქვენ გვერდით. ჩვენ ყოველთვის დაგიჭერთ მხარს. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენ მხარეს. ასობით ქართველი ომობს ჩვენთან ერთად ჩვენი და თქვენი დამოუკიდებლობისთვის. ასობით უკრაინელი იყო თქვენთან 2008 წელს, როცა მტერი თავს დაგესხათ. რუსეთმა ვერ შეძლო თქვენი მიტაცება ძალით, ამიტომაც ის ცდილობს დაგიპყროთ კორუფციით. რუსეთმა ვერ გაანადგურა თქვენი სახელმწიფო, ამიტომ ის ცდილობს ვასალებად გაქციოთ. დაიცავით თქვენი თავისუფლება! დიდება საქართველოს“, – წერს გონჩარენკო.

მსგავსი თემები