,,პროტესტი გაგრძელდება და გაიზრდება, იქნება პასუხისმგებლობა და სანქციებიც” – ანა ნაცვლიშვილი

,,პროტესტი გაგრძელდება და გაიზრდება, გვირაბის ბოლოს იქნება სინათლე – აუცილებლად!,”- ამის შესახებ ”ლელოს” წევრი, ანა ნაცვლიშვილი წერს.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, იქნება პასუხისმგებლობა და სანქციებიც.

,,მოვედი სახლში, მთელი დღის მშიერი, საშინლად დაღლილი, გაზით გაჟღენთილი და იმედიანი! პროტესტი გაგრძელდება და გაიზრდება, გვირაბის ბოლოს იქნება სინათლე – აუცილებლად!

პასუხისმგებლობა და სანქციებიც იქნება!

ულევი მადლობა ვინც მოხვედით, გაზით, წყლით, დაკავებებით იცავენ თავის რუსულ არჩევანს, მაგრამ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ – ევროპულ არჩევანს. ჭკვიანი პროტესტი გვჭირდება, სწორი ნაბიჯებით! ბევრი საქმეა!”,- წერს ანა ნაცვლიშვილი.

მსგავსი თემები